კახა კალაძე

8 Apr. 2023, 18:58

სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო იყოს, თუმცა, როდესაც ვისმენთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება, ეს ძალიან სამწუხაროა. პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება.

განაცხადა კახა კალაძემ აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს, რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, რათა საგამოძიებო კომისია შექმნან. მათი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია

საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე ზრდას ითვალისწინებს,…