თათია სამხარაძე

2 Apr. 2023, 21:45

მინდა, რომ მადლობა გითხრათ ყველას. პირველ რიგში, მაკოს და ანანიას იმისთვის, რომ მათი ხმებიც ადასტურებენ იმ ხმას, რომელიც მე 2017 წელს გავბედე და პირიდან ამოვუშვი და ვთქვი, რომ ქვეყანაში ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი. და რომ კაცებმა ვეღარ უნდა შეძლონ საკუთარი თანამდებობების და ძალაუფლებრივი პოზიციების გამოყენება ჩვენი განივთებისთვის და ჩვენი შევიწროებისთვის. ასევე არ შემიძლია, რომ ჩემი მხარდაჭერა არ დავაფიქსირო ლაზარეს მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ჩვენიანია. და როგორც არ უნდა ცდილობდნენ დაგვანახონ, რომ ლაზარე უცხოტომელია არაქართული გვარით, რომ ლაზარე განსხვავებულია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლაზარე 7-8 მარტს იბრძოდა ჩვენ მხარდამხარ იმისთვის, რომ ჩვენთვის არ დაკეტილიყო ევროპული დიდი ოჯახის კარი. ამიტომ ლაზარე ჩვენ შენთანაც ვართ და ვიქნებით ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც სისტემა მარტო ხელთ ჩაიგდებს და ეცდება მათ დაჩაგვრას. ჩაგვრის დრო ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. [...]

ასევე არ შემიძლია ამ სცენიდან მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ქალ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. რამდენიმე დღის განმავლობაში მე მიწევდა იაფფასიან რეალითი შოუში ცხოვრება. არასოდეს წარმომედგინა, რომ სისტემა ასე გაშიშვლდებოდა და გადაეფარებოდა უბინძურეს, მოძალადე კაცს. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში იმსახურებენ იმას, რომ ემსახურონ ხალხს და არ იყვნენ ერთი მოძალადე, სერიული შემვიწროებელის დაცვის ბიჭები. ახლაც მიჭირს გავიაზრო, რომ ის იყო რეალობა, რომელიც თავს გადამხდა. თუმცა არ ვაპირებ, რომ დავნებდე და აუცილებლად გპირდებით, რომ სტრასბურგამდე რომ მომიწიოს სიარული ყველა, ვინც ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში იყო ჩართული და სამართალს მაინც ვიპოვი.

ასევე მინდა, ყველა იმ ქალს ვუთხრა, რომელიც ჯერ ვერ ბედავს ხმის ამოღებას, რომ მარტოები არ ხართ და დღევანდელი სოლიდარობის მარში გეძღვნებოდათ სწორედ თქვენ. მათ, ვინც ფიქრობთ, რომ ხმის ამოღება ამ ქვეყანაში საშიშია. ჩვენ თქვენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ. 

ამის შესახებ თათია სამხარაძემ ქალთა სოლიდარობის მარშზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ გაიმართა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რომან დარსალია აფხაზეთის დე ფაქტო სუს-მა "შეურაცხმყოფელი განცხადების" გამო დააკავა.…