თათია სამხარაძე

31 Mar. 2023, 16:35

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რომელიც დღეს დილას პარლამენტში გამოდიოდა თავისი სიტყვით და როგორც ჩვენ დავინახეთ, ქალი პრეზიდენტიც იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის, იმ გამოსარჩლების გამო, რომელიც მან გააკეთა თავისი ბრიფინგის სახით, როდესაც მე მას ვთხოვე დახმარება. უღრმესი მადლობა, იქიდან გამომდინარე, რომ სანამ პრეზიდენტმა რეაგირება არ მოახდინა მაღალი პოლიტიკური პლატფორმიდან, მანამდე, ფაქტობრივად, ვიყავი ტყვე ჩემს საკუთარ სახლში. ჩემზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ტერორი. ეს არ არის ჟურნალისტიკა, რასაც კონკრეტული ჟურნალისტი აკეთებდა, ჩემი აზრით, ეს არის ადამიანზე ზეწოლა. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი POSTV-სთან არანაირ ურთიერთბას და არ ვაპირებდი მისთვის კომენტარის მიცემას, მან ღამის 12 საათზე მაინც, ჩემთვის გაურკვეველი წყაროებიდან გაიგო ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და ცდილობდა, ფაქტობრივად, ტყუილით და მუქარით კერძო საკუთრებაში შემოვარდნას. ეს სცდება ყველანაირი ეთიკის და ჟურნალისტიკის ფარგლებს და უკვე გადადის სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლის შესახებაც ჩვენ შევიტანეთ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს საქმეს ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე და საქმე იქნება გამოძიებული სამართლიანად და არ იქნება ტენდენციური. არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან გამოძიების პროცესს. 

მინდა, ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში ევროპული ქვეყნების ელჩებს, იქნებ, ისინიც დაინტერესდნენ ამ საქმის მსვლელობით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, ეს არ არის კონკრეტული ინდივიდის ბრძოლა, რომელიც თათია სამხარაძეა. ეს არის ყველა იმ ქალის ბრძოლა, რომელიც გადაწყვეტს, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების აღსადგენად და 7 წლის თავზე შეიძლება მისი დევნა, შურისძიების მიზნით გაგრძელდეს. მინდა, ვთხოვო საერთაშორისო თანამეგობრობას და ელჩებს, რომ საკუთარი პირადი ინტერესის და კონტროლის ქვეშ აიყვანოს ეს საქმე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…