დროა, გავბედო მეც! ME TOO — მაია ასათიანი სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდა
ფოტო: მაია ასათიანი / Instagram
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სექსუალურ შევიწროებაზე და საკუთარ გამოცდილებაზე წერს:
"პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი: იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ, ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს — რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ…
მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა. დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი; სადმე შორს თუ მოკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ; საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმემეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს. ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ…"
მაია ასათიანმა პოსტით საზოგადოების იმ ნაწილსაც უპასუხა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს დუმილის გამო ადანაშაულებს:
"რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს. იმიტომ, რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემ გარშემო ამ მამაკაცის შევიწროებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არცერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა. ერთმა პატარა გოგომ გაბედა. დროა, გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!" — წერს ტელეწამყვანი.
ცოტა ხნის წინ ხელისუფლებასთან აფილირებული ტელეკომპანიის დირექტორი შალვა რამიშვილი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. აქამდე შალვა რამიშვილს ტელეკომპანია იმედის ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ დავა ორ ინსტანციაში მოუგო. რამიშვილი სამხარაძის ბრალდებას უარყოფდა და ცილისწამებას უწოდებდა.
2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
ახალი ბრალდებების შემდეგ თათია სამხარაძე POSTV-ის დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა.
"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან", — დაწერა თათიამ ფეისბუქზე.
თათიამ დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა. ზურაბიშვილმა 27 მარტს სექსუალური შევიწროების შესახებ ბრიფინგი ჩაატარა და შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობასა და მის სხვადასხვა ფორმით გამართლებას.
სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
- კანონის მიხედვით, სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
- იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
- სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება და არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
- საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით, შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
- იგივე ქმედება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
- ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
ამავე თემაზე:
- უხერხული კითხვები, დისკომფორტი და სექსუალური შევიწროება — გასაუბრებები შალვა რამიშვილთან
- შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ანანია გაჩეჩილაძეც ამხელს, ფორმულა ჩანაწერს ავრცელებს
- რას წერს სახალხო დამცველი სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიაზე
- რა თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე, სადაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
კომენტარები