ნაციონალური მოძრაობა

24 Mar. 2023, 20:05

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი რუსული ოცნების სახე. რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა,რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს შემთხვევა არის რუსული ოცნების ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი.

რუსული ოცნება დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული. 7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში. ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია. გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 17:00 საათზე!

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ