ახალი კვლევის მიხედვით, ურანის ორ თანამგზავრზე აქტიური ოკეანეებია
ურანის ორ მთვარეზე, შესაძლოა, აქტიური ოკეანეები იყოს, ნათქვამია ახალ კვლევაში. დასკვნა ჯონს ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან (APL) მომდინარეობს.
ცნობილია, რომ ურანს 27 მთვარე აქვს. ამჯერად ყურადღების ცენტრში არიან მთვარეები, სახელად არიელი და მირანდა.
კვლევის თანახმად, ორივე მთვარეზე შეიძლება იყოს აქტიური ოკეანეები მათი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ. ჯგუფის მტკიცებით, შესაბამისი მასალის კოსმოსში გატყორცნა ამ შესაძლებლობაზე მიუთითებს.
"არახალია, რომ ენერგეტიკული ნაწილაკების გაზომვები ოკეანის სამყაროს აღმოჩენის წინამორბედია", — თქვა იან კოენმა, ახალი კვლევის წამყვანმა ავტორმა.
მსგავსმა გაზომვებმა ადრე გამოიწვია ევროპის (იუპიტერი) და ენცელადის (სატურნი) თანამგზავრებზე ოკეანეების იდენტიფიცირება. ჯგუფი ასევე ვარაუდობს, რომ ურანის რამდენიმე სხვა უდიდეს თანამგზავრსაც შეიძლება ჰქონდეს მიწისქვეშა ოკეანეები.
შედეგები მიღებულია გამოქვეყნებისთვის ჟურნალში Geophysical Research Letters და წარმოდგენილი იყო ყოველწლიურ პლანეტარულ კონფერენციაზე 16 მარტს.
თხევადი ოკეანის შესაძლებლობა
ეს უცნაური აქტივობა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც NASA-ს Voyager 2-ის მიერ შეგროვებული თითქმის 40 წლის რადიაციული მონაცემები ხელახლა გამოიკვლიეს. Voyager 2 ერთადერთი კოსმოსური ხომალდია, რომელიც ურანს ეწვია.
კოსმოსური ხომალდის სპეციალურმა ინსტრუმენტმა (LECP) შეაგროვა ნაწილაკების მონაცემები, როდესაც მან ურანს დაახლოებით ოთხი ათეული წლის წინ ჩაუარა.
მათ აღმოაჩინეს პლაზმის უჩვეულო აქტივობა მთვარეებს, არიელსა და მირანდას შორის. "საინტერესო ის იყო, რომ ეს ნაწილაკები ასე უკიდურესად დაკავშირებული იყო ურანის მაგნიტურ ეკვატორთან", — თქვა კოენმა განცხადებაში.
Voyager 2-დან დაკვირვებები ხელახლა შეისწავლეს ახალი მოდელების გამოყენებით. გუნდმა აქედან ორი დასკვნა გამოიტანა: ნაწილაკები წარმოიქმნება აორთქლების შედეგად.
წლების შემდეგ ურანი მეცნიერებისთვის კვლავ აქტუალურია. კოსმოსური სააგენტოები, როგორიცაა NASA, კიდევ ერთხელ ემზადებიან ამ შორეული სამყაროს გამოსაკვლევად. თუმცა, მისიის დაწყება არ იგეგმება ამ ათწლეულის ბოლომდე. მანამდე მეცნიერებმა პლანეტა Voyager 2-ის მონაცემების გამოყენებით უნდა შეისწავლონ.
კომენტარები