ჩვენ უარვყოფთ ცრუ, მავნე განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ქართულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის თანახმად, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ
ვგმობთ პრემიერ ღარიბაშვილის მცდარ განცხადებებს ევროპარლამენტის მიმართ. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისა, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ არ უნდა გადათამაშდეს ერთმანეთის წინააღმდეგ. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი აწარმოვა რუსეთმა და მოითხოვს ჩვენს ერთიანობას, ურყევ ერთგულებასა და მონდომებას, რათა დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ხალხისთვის უკრაინაში, ასევე ევროპაში.
გასულ წელს, საქართველოს ლიდერებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მათ ახლა ეფექტურად და ცალსახად უნდა აჩვენონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროებში აუცილებელი რეფორმების განხორციელებით.
ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ მოვლენებს პარტნიორ ქვეყნებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ევროკავშირის პერსპექტიული წევრები არიან. ის ასევე მხარს უჭერს მათ დემოკრატიულ რეფორმებს პარლამენტის შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გზით.
ჩვენ S&D-ები ყოველთვის ვიქნებით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, ხელს უწყობენ დემოკრატიულ რეფორმებს და ისწრაფვიან თავიანთი ევროპული მისწრაფებების ასრულებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელმაც გასულ კვირას გააპროტესტა რუსული სტილის კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ამგვარმა კანონმა უკვე თრგუნა სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული აზრი რუსეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ასეთ კანონს ადგილი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში.
ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა მოუსმინა თავის ხალხს და ჩააგდო კანონპროექტი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკავშირთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებზე, რათა საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის და საბჭოს მიერ დადგენილი პირობები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
კომენტარები