მოგესალმებით ყველას!
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისათვის და გვერდში დგომისათვის! უღრმესი მადლობა ქართველ მებრძოლებს უდიდესი გამოხმაურებისათვის! ბედნიერება და პრივილეგიაა, როდესაც ამდენი ადამიანი გიმაგრებს ზურგს და შენთვის კარგი სურს! მე ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. მიყვარს, როდესაც ჩემი ქვეყნის დროშას გამარჯვებული ვაფრიალებ და მინდა, რომ ყოველთვის ასე იყოს. მე ამას ქართველი ხალხის გასახარად ვაკეთებ და ყოველთვის გავაკეთებ. სადაც ქართველი იქნება, იქ ვიქნები ყოველთვის მეც!
ასევე უდიდესი მადლობა ჩეხ, სლოვაკ და ყველა გულშემატკივარს, OKTAGON MMA-ს, პრეზიდენტებსა და მებრძოლებს ჩემი მხარდაჭერისათვის! ტყუილად არ მითქვამს, რომ ჩემი მეორე სახლივით ვგრძნობ თავს თქვენთან... ძალიან მიყვარხართ ყველა!
კომენტარები