ფრანკლინის კლუბი წელიწად-ნახევარია, რაც არსებობს. ჩვენი ძირითადი მისია და მიზნები არის საქართველოში ევროპული და კლასიკური ლიბერალური ღირებულებების გავრცელება. ამ დროში ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო ახალგაზრდებთან მუშაობა, გვაქვს ფრანკლინის აკადემია. აქ იღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, იდეოლოგიები, ადამიანის უფლებები, დებატები და ა.შ
ფრანკლინის კლუბი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია და არანაირი ფორმით არ არის ჩართული აქტიურად პოლიტიკაში. არის ზეპარტიული და ჩვენი საქმიანობა უკავშირდება ახალგაზრდების განათლებას.
პრემიერმინისტრის ბრალდებები მიმართული იყო იმ ათასობით ახალგაზრდისკენ, რომლებიც ჩვენთან მოდის, რაღაცნაირად შეაშინონ და გაუქრონ სურვილი და მოტივაცია, რომ მობრძანდნენ ფრანკლინის კლუბში და მიიღონ სხვადასხვა საკითხებზე განათლება და ცოდნა. ეს მგონია, ამ შემთხვევაში, მთავარი მიზანი. ეს რა თქმა უნდა, ჯდება ხელისუფლების ხაზში, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი ტიპის კერები, სადაც ადამიანები იღებენ განათლებას, ჩააქროს.
კომენტარები