შალვა პაპუაშვილი

9 Mar. 2023, 18:23

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ, გარკვეულწილად, რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები და ეს სირენები, შეგახსენებთ, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები. ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა. როდესაც პრეზიდენტი რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, არ არის ის დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის მიმართ.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე სირენების ხმაზე მოცეკვავე ახალგაზრდების ვიდეო გააზიარა და დაწერა: "ისინი ცეკვავენ სირენების ხმაზე. მაგარი ახალგაზრდების თაობა". პრეზიდენტი აქტიურად აკრიტიკებდა რუსულ კანონსაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის…