თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები

8 Mar. 2023, 23:17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტთან და მისი მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, შეწყვიტონ აღნიშნული ინიციატივის განხილვა. ჩვენი ინსტიტუტის შინაარსი და მიზანია, ჩამოგვაყალიბოს პროფესიონალებად, რათა სხვადასხვა მიმართულებით ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

თავად ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა ევროკავშირის EC/TACIS-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანადგომით. ინსტიტუტში ფუნქციონირებს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ევროპისმცოდნეობის სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამები, ინსტიტუტს აქვს ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, კონრად ადენაუერის ფონდს ყოველწლიურად დაწესებული აქვს სტიპენდია, ასევე, სტუდენტები ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აქტიურად სარგებლობენ გაცვლითი პროგრამებით. ეს ყველაფერი ქართველი ახალგაზრდების გაძლიერებასა და საქართველოს ნათელი მომავლის შექმნას ემსახურება.

გარდა ჩვენი პროგრამისა, უზომოა დასავლური ინსტიტუტების კონტრიბუცია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებაში. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინტერესებს და ეჭვქვეშ აყენებს მის ევროპულ მომავალს, ევროპული კურსი კი არის ჩვენი კონსტიტუციით დადგენილი პრინციპი და მიზანი, რომელსაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ესწრაფვის. ჩვენი მიზანია ძლიერი, დამოუკიდებელი, ყოველგვარი რუსული გავლენისგან დაცლილი სახელმწიფოს მშენებლობა. გვჯერა, რომ ეს გზა წინსვლისა და განვითარებისაკენ ევროკავშირზე გადის. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენის დღიდან საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა.

შესაბამისად, საქართველოს განუხრელი მიზნის ერთგულება და ევროკავშირისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის, პოზიცია, არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების საზიანო ინიციატივა და უერთგულოს ქვეყნის გაცხადებულ მიზანს. საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  2. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
  3. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
  4. ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
  5. თამარ ჩერგოლეიშვილი: "ახალაიას ცოლი 2 თვე 4 ოქტომბრის "მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა — საჯაროდ, "ხელნაწერები არ იწვის"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სიხარულის 28-წლიანი ისტორია: როგორ დაიწყო კოკა-კოლას ქარავნის ამბავი საქართველოში

წითელი სატვირთოები, ბრჭყვიალა განათებები, საახალწლო მუსიკა და სანტა-კლაუსი — კოკა-კოლას ქარავანი უკვე 28 წელია,…