კახა კალაძე

8 Mar. 2023, 15:49

არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ჩვენთვის ისტორიულად დაკავშრებულია ქრისტიანობასთან, აგრეთვე, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებასთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან. ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფვოდით და დღესაც, რა თქმა უნდა, ვისწრაფვით.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ოპონენტების მხრიდან მხვდება ხოლმე სტატუსები, წერენ ხოლმე, აი, კახა, კარგია შოპინგი ევროპაში და ა.შ და ა.შ, რა. ახლა აღარ შევალ ამ სიღრმეებში, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს — ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს, ოპონენტები მყავს მხედველობაში, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყვათ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. 

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია მილანთან, დაკავშირებულია ევროპასთან, რითაც მე ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით. რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ვამაყობ ჩემი ქვეყნის ტრადიციებით, კულტურით და რა თქმა უნდა, ამ მიდგომით და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. 

ჩემთვის ევროპა, მეგობრებო, არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი ევროპაში თავაწეული თავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში

ყოველწლიურად ნობელის პრემია მეცნიერების სამ დარგში გაიცემა, ესენია: ფიზიოლოგია/მედიცინა, ფიზიკა და ქიმია. პირველი…