8 ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ დედები ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან
ხშირად სიტყვები ან წიგნებსა თუ ფილმებში აღწერილი ისტორიები უძლურია იმ ურთიერთდამოკიდებულების ახსნისთვის, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია. გულის სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, თუ რას და რამდენს აკეთებენ დედები ჩვენთვის, თან ისე, რომ ჩვენ მიმართ უპირობო სიყვარული ამოძრავებთ და ჩვენი კეთილდღეობა ხანდახან მათ პირად ბედნიერებაზე წინაც დგას.
გმირი და ძლიერი დედები მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟები არ არიან, არამედ ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ამ სტატიაში 8 ამბავს გიამბობთ, რომელიც დაგარწმუნებს, რომ დედები ამქვეყნად ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან.
1. დედამ შვილის გასამხნევებლად მისი თანდაყოლილი ხალის მსგავსი ნიშანი დაიხატა სახეზე
ფოტო: carolgiraldelli
ჯირალდელების ოჯახში 5 წლის წინ ენზო დაიბადა, რომელსაც სახეზე უვნებელი თანდაყოლილი მელანოციტური ნევუსი ჰქონდა. ენზოს მშობლებმა მაშინვე გადაწყვიტეს, რომ თავიანთი შვილის თავისებურების დაფარვას არასდროს შეეცდებოდნენ და, ამის ნაცვლად, ყოველთვის ხაზს გაუსვამდნენ მის უნიკალურობას. ენზოს დედა პროფესიონალ ვიზაჟისტთან წავიდა და შვილის გასამხნევებლად ზუსტად მისი თანდაყოლილი ხალის მსგავსი ნიშანი დაიხატა სახეზე.
დედას სურდა, რომ ზუსტად ის გამოეცადა საკუთარ თავზე, რა გზის გავლაც ენზოს მოუწევდა. კაროლინა შვილს ყოველდღე ეუბნება, რამდენად ლამაზია იგი და ახსენებს, რომ მისი უნიკალური თავისებურების გამო სხვა ბავშვებზე ნაკლებად არ უყვართ მშობლებს. ქალის თქმით, უზომოდ მადლიერია, რომ იგი სწორედ ენზოს დედაა.
სრული სტატიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლია.
2. უკრაინელი დედა 6 კვირის შვილს გადაეფარა და დაბომბვისგან გადაარჩინა
ფოტო: Okhmatdyt Children's Hospital
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1 წელზე მეტი გავიდა, თუმცა უკრაინელი დედების გმირობაში ყოველდღიურად უფრო მეტად ვრწმუნდებით. ერთ-ერთი ასეთი უკრაინელი დედა 27 წლის ოლგაა, რომელიც კიევში დაბომბვისას 6 კვირის შვილს გადაეფარა და პატარას სიცოცხლე იხსნა.
ოლგას თქმით, დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე გაიღვიძა, რათა ბავშვი გამოეკვება. პატარა ვიქტორია საბანში უკვე შეფუთული ჰყავდა, როცა აფეთქებამ ოთახში მინები დაამსხვრია. ოლგა ბავშვს მაშინვე გადაეფარა. ოლგამ თავისა და ტანის არეში ბევრი ჭრილობა მიიღო, ბავშვს კი, დედის გმირობის წყალობით, მხოლოდ მსუბუქი ჩალურჯებები და ნაკაწრები აღენიშნებოდა.
წაიკითხე ამბავი აქ.
3. დედამ ყველას დაუმტკიცა, რომ შვილის თანდაყოლილი ნიშანი მისი უნიკალურობის ნაწილია
ფოტო: Instagram
ნიკოლი დღეს ბედნიერი და ამაყი დედაა, რომელსაც განსაკუთრებული შვილი ჰყავს. მისი პატარა, რომელიც თანდაყოლილი ნიშნით დაიბადა, ჯანმრთელი და ბედნიერია. დედამ კი შვილის ფოტოების გაზიარებით სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი მოწონება და სიყვარული უკვე დაიმსახურა.
ნიკოლის შვილს დაბადებისას მელანოციტური ნევუსის დიაგნოზი დაუსვეს. მშობლები მის ჯანმრთელობაზე თავიდან ღელავდნენ, თუმცა ექიმების თქმით, ამ დიაგნოზში საშიში არაფერია და პატარა უბრალოდ თანდაყოლილი ნიშნით გაიზრდება. იმისათვის, რომ პატარა გოგო სამომავლოდ არასახარბიელო კომენტარების მსხვერპლი არ გახდეს, დედამ მისი ისტორია უკვე ყველას უამბო. ეს ამბავი ყველას აჩვენებს, რომ "განკურნების" საუკეთესო გზა პოზიტიური განწყობის შენარჩუნება და იმის გაცნობიერებაა, რომ პატარა ჯანმრთელი და ბედნიერია.
გაიგე მეტი ამ ამბის შესახებ აქ.
4. დედამ გაიგო, რომ შვილს თავი სტკიოდა და მის მოსანახულებლად 3 ათასამდე კმ გაიარა
ფოტო: Twitter
ჩვენი პატარა პრობლემა რომ დედებს მოსვენებას არ აძლევს, ამაში გრეის ლისა და მისი დედის, შექსია უანზის ამბავი დაგარწმუნებთ. გრეისი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ხოლო დედამისი — ტეხასში. ერთ საღამოს ლიმ დედას უთხრა, რომ თავი სტკიოდა და ცუდად იყო. დედამ მაშინვე მიატოვა სამსახური, სახლში მივიდა და იმ ღამითვე ნიუ-იორკში ჩაფრინდა. ცნობისთვის, ტეხასიდან ნიუ-იორკამდე 2 842 კილომეტრია. ლის თავის ტკივილმაც გაუარა და დედასთან ერთად სასიამოვნო შაბათ-კვირაც გაატარა.
სრული სტატიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლია.
5. უკრაინელმა დედამ უცხო ადამიანის შვილები უნგრეთის საზღვარზე უსაფრთხოდ გადაიყვანა
ფოტო: Reuters
ალბათ, ბევრი დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დედებს ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით, თუნდაც სრულიად უცხოები იყვნენ. ამაში უკრაინელი ნატალია აბლეევას ისტორიას დაგარწმუნებთ, რომელმაც სრულიად უცხო ადამიანის შვილები უნგრეთის საზღვარზე უსაფრთხოდ გადაიყვანა. როცა ნატალია უკრაინის დატოვებას თავადაც ცდილობდა და საზღვრის გადამკვეთთა რიგში იდგა, სწორედ მაშინ შეხვდა ბავშვებსა და მათ მამას. მამას უკრაინის დატოვება არ შეეძლო, ამიტომ შვილები ნატალიას ჩააბარა, რათა საზღვრის მეორე მხარეს დედისთვის მიეყვანა.
ნატალიამ ბავშვები საზღვარზე უსაფრთხოდ გადაიყვანა, მეორე მხარეს კი მათ დედას შეხვდა. ბავშვების დედა ნატალიას ჩაეხუტა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ტიროდა. ნატალია აბლეევა თავადაც დედაა, თუმცა ორი ზრდასრული შვილის უკრაინაში დატოვება მოუწია. მისი ერთი შვილი პოლიციელია, ხოლო მეორე მედდა, რომლებიც პროფესიიდან გამომდინარე, უკრაინაში დარჩნენ.
წაიკითხე სრული ისტორია აქ.
6. იაპონელი დედა შვილებს ხელოვნების ნიმუშებივით საჭმელს უმზადებს
ფოტო: Instagram
თუ ბავშვობაში უმადობით შენც გამოირჩეოდი, ალბათ, დედას გმირობების ჩადენა უწევდა, რათა კვებაზე დაეთანხმებინე. იგივე ისტორია აქვს იაპონელ დედას, რომელმაც კრეატიული გამოსავალი იპოვა. ტოკიოში მცხოვრები იაპონელი ქალი, სახელად ეტონი მამა, სამი შვილის დედაა. როგორც წესი, ყველა დედა ზედმეტად ღელავს ხოლმე შვილების კვებაზე, აი, ეტონი მამამ კი ეს ყველაფერი ხელოვნების დონემდე აიყვანა და საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე ისეთ საოცრებებს ამზადებს, რომ არა მხოლოდ თავისი შვილების, არამედ კიდევ სხვა უამრავი ადამიანის გულიც მოიგო ინტერნეტში.
ეტონის სხვა კერძებს ამ ბმულზე ნახავ.
7. დედამ შვილის ზრდა ყოველ წელს კამერით აღბეჭდა
ფოტო: Facebook
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეში ათასობით ფოტოსა და ვიდეოს გადაღება შეგვიძლია. ადრე კი ემოციური მომენტების აღბეჭდვა ასეთი მარტივი სულაც არ იყო, თუმცა ამას იაპონელი დედისთვის ხელი არ შეუშლია. ენი ვანგი ცნობილი ფოტოგრაფია ჩინეთიდან, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი შვილის გაზრდის პროცესი ფოტოებზე აესახა. ამ მიზნით, ფოტოგრაფი დედა თავის ვაჟს წლების განმავლობაში უღებდა ფოტოებს.
"დედა, როგორც შემოქმედი" ასე ჰქვია იმ ფოტოების სერიას, რომელშიც ვანგმა შვილის სურათები წარმოადგინა. ამ ბმულზე კი იმ ფოტოებს ნახავ, რომლებზეც დედა-შვილური კავშირი და ბავშვის გაზრდის პროცესი განსაკუთრებულად ემოციურია.
8. დაბოლოს, კალიფორნიაში დედა 5 წლის შვილის გადასარჩენად პუმას შიშველი ხელებით შეებრძოლა
ფოტო: Getty Images
დედის შვილისადმი სიყვარული რომ უსაზღვროა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა კალიფორნიელმა ქალმა, რომელიც 5 წლის შვილის გადასარჩენად პუმას შიშველი ხელებით შეებრძოლა.
სახლში მყოფ დედას ხმაური შემოესმა. როგორც აღმოჩნდა, სახლის წინ თამაშში გართულ 5 წლის ბავშვს თავს პუმა დაესხა და მის წათრევას ცდილობდა. ქალი მაშინვე გაიქცა, პუმას მუშტები დაუშინა და შვილი გამოჰგლიჯა. ბიჭს ცხოველმა ღრმა ჭრილობები მიაყენა, მათ შორის — თავის არეშიც, თუმცა დედამ ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა და ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაშია.
წაიკითხე სრული ისტორია აქ.
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
კომენტარები