შალვა პაპუაშვილი

1 Mar. 2023, 22:37

იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ დისკუსიის ტაბუირება მოახდინოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პირიქით, აჩვენებს, რომ თუკი ისინი ამ საკითხში თავს დაჯერებულად და ძლიერად გრძნობენ, რომ ისინი არიან მართლები ამ საკითხში და როგორც ისინი დახურულ კარს მიღმა საუბრებში ამბობენ, თვლიან, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის ის დონე, რომელიც დღეს არსებობს არ არის საკმარისი, თავად იყვნენ აქტიური ამ საკითხებში, რომ იმუშაონ პარლამენტთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ის ხარვეზი, რომელიც ჩვენს სისტემას აქვს.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ფორმირებაში მონაწილე ყველა აქტორი, სახელმწიფო ინსტიტუტები, პარტიები და საჯარო მოხელეები არიან გამჭვირვალეები თავიანთ ფინანსებში და მხოლოდ ერთი აქტორი, არასამთავრობო სექტორი, არის გაუმჭვირვალე ამ მხრივ. უფრო სწორად, სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობა არის ამ ტიპის ორგანიზაციებში, რომ ეს ხარვეზი აღმოიფხვრას.

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტი აპირებს, მიიღოს კანონი, რომლითაც შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან

გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, რუსეთი დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით ევროპის…