ნიკა მელია

27 Feb. 2023, 21:41

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით.

ევროპული ოჯახი არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს, ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა. ეს ხელისუფლება, ალბათ, ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ. ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება! არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები! არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

ადვოკატი მარიკა არევაძე პატიმარ გიორგი დავითაძის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. როგორც ადვოკატი…