ვიტალი კლიჩკო

24 Feb. 2023, 19:54

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისათვის. თქვენი სოლიდარობისა და პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. 

ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. პატივს ვცემ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის.

რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ ისწრაფვიან, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები და ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავისი ცივილიზებული არჩევანი.

დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ქართული ოცნება" გახარიას პარტიის გაუქმებასაც ითხოვს

უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ…