ექსპერტების აზრით, ხელოვნური ინტელექტი მალე ადამიანის ტვინის სიმულირებას შეძლებს
"ეს ფაქტიურად გარდაუვალია"
ჯონ კარმაკი — Doom-ის შემქმნელი, ვირტუალური რეალობის მამა და Meta-ს თანამშრომელი — თვლის, რომ კაცობრიობა ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (AGI) შექმნის ზღვარზეა.
"ვფიქრობ, ინსტრუმენტები, რომლებიც ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მივიღეთ, ზოგად ხელოვნურ ინტელექტამდე მიგვიყვანს", — განუცხადა ცნობილმა პროგრამისტმა Dallas Innovates-ს.
როგორ მივალთ აქამდე? ამისთვის უნდა გავერკვიოთ ერთ რამეში — "ცნობიერებაში" და უკვე ამის შემდეგ, ექსპერტების აზრით, მალე მოვახდენთ ადამიანის ტვინის სიმულირებას.
"ის რაც ჩვენ ჯერ არ გვესმის არის ცნობიერება, ასოციაციური მეხსიერება, რაც დაკავშირებულია გააზრებულ ცხოვრებასთან, მიზნებთან და გეგმებთან. ადამიანსაც რომ დავანებოთ თავი, თაგვისა თუ კატის ტვინის სიმულირების საშუალებაც არ გვაქვს. თუმცა, არის შეგრძნება, რომ ამ ყველაფერთან ძალიან ახლოს ვართ", — აღნიშნა კარმაკმა.
კარმაკის დამსახურებით, ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან გრძელი გზა გაიარა ბოლო ათწლეულში და AI-ის ამჟამინდელი ინსტრუმენტები საკმარისად შთამბეჭდავია. შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის სხვა ექსპერტების აზრითაც "რევოლუცია", ახლოსაა.
და მაინც, ის რაც ცნობიერამდე გვაკლია მისი გააზრება. ეს ის ველია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტში შემოტანის შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის და ექსპერტების თქმით, ამან შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
და მიუხედავად იმისა, რომ კარმაკს არ შეუძლია ზუსტად იმის თქმა თუ რას მოიტანს ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, მის გარდაუვალობაში მაინც დარწმუნებულია.
"როგორც კი საქმე გვაქვს არსებასთან, რომელსაც შეუძლია ისწავლოს და მასთან ინტერაქცია შეგიძლიათ, ესე იგი, აქ ცნობიერის გაჩენას ვუახლოვდებით. გარკვეულ წილად დღეს ხელოვნურ ინტელექტთან უკვე გვაქვს ინტერაქცია და მას სწავლაც შეუძლია. ეს სწორედ ის მომენტია, სადაც ინჟინრების, ფსიქოლოგებისა და მეცნიერების არმია შეგიძლიათ ჩართოთ. ისინი დროსთან ერთად ცნობიერის სიმულირებას შეძლებენ", — აღნიშნა კარმაკმა.
კარმაკმა ინტერვიუში დაამატა, რომ მისთვის ეს ყველაფერი გარდაუვალია.
კომენტარები