ცოტნე კობერიძე

7 Feb. 2023, 18:48

ჩემთვის, პირველ რიგში, სააკაშვილი არის პოლიტიკური ტიპის პატიმარი, რაც იმას გულისხმობს, რომ მოტივი არის, რომ ის იყო პოლიტიკოსი და ქვეყნის პრეზიდენტი. ასამართლებენ იმ მოსამართლეების ხელით, რომელ მოსამართლეებთან ერთად ჩადენილ დანაშაულებზე რაღაცებს ედავებიან. ე.ი. ნიშნავს, რომ მათ ის ხალხი დაიტოვეს თვითონ. ვიღაც სხვას იჭერდე და ვიღაც სხვებს დამჭერებად იყენებდე, ნიშნავს, რომ პოლიტიკური მოტივი გაგაჩნია. [...]

გვავიწყდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის მოყვანილი პრეზიდენტი. ის მის პლაკატებზე გაეკრო და თვითონ ზურაბიშვილი არ გამოაჩინა. ჩვენი შეცდომა არის, რომ სულ ველით, რომ რაღაცას შეცვლის სალომე ზურაბიშვილი. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც სულ რაღაცას ელის, არის სულელიო. ჩვენ ვართ სულელები, როცა იმედს არ ვკარგავთ და სულ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც განსაკუთრებულს იზამს. ნუ დაველოდებით სულ და სულელები ნუ ვიქნებით. ამ საკითხს ასე შევხედოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ…