ლევან ბეჟაშვილი

7 Feb. 2023, 13:08

საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური რევანშით ინსპირირებული, სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე, მიხეილ სააკაშვილზე. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირებდა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს არც პლენარულ სხდომებზე დასწრებას, არც საკომიტეტო, არც მოსმენებზე და არანაირ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. [...]

მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან, საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ ჩვენ პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს გამოვიყენებთ.  

ქართული ოცნება ცდილობს ქართული საზოგადოება აქციოს კოლექტიური მკვლელების საზოგადოებად, აიძულებს ხალხს, ვიყოთ ჩუმი თანამონაწილეები მესამე პრეზიდენტის მოკვდინების. 21-ე საუკუნეში ეს ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ეს არის ჩვენი ღირსების ვალდებულება, ჩვენი ღირსების ტვირთი. მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ. [...]

ყველას მოვუწოდებ, დღეს 5 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს

Google DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი წარადგინა. მისი შემქმნელი მეცნიერების მტკიცებით, იგი შეიძლება…