იოჰანეს ჰანი

2 Feb. 2023, 14:35

ევროკავშირი საქართველოს პრეზიდენტის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება მისი ქვეყანაში დაბრუნების დღიდან.

საქართველოს მთავრობა ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად. ჩვენ განსაკუთრებით ვამახვილებთ ყურადღებას კერძო და საჯარო შეხვედრებში იმაზე, რომ საქართველოს ასევე აქვს სამართლებრივი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭირო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.

დაცული უნდა იყოს მისი სასამართლო პროცესებზე დასწრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. [...]

ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. საქართველოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე საქართველოში არსებული ჯანდაცვის ადეკვატურობა სხვადასხვა მხარის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდის. იმედი მაქვს, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვას სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ევროკავშირი სრულად მზადყოფნაშია, ქართველ პარტნიორებს ამაში დაეხმაროს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ