მეცნიერები ზვიგენებში "უბიწო შობადობას" სწავლობენ — პართენოგენეზი ცხოველებში
კვლევამ ზვიგენებში უცნაური შობადობა გამოავლინა. ეს პროცესი ცნობილია, როგორც პართენოგენეზი, რა დროსაც განაყოფიერება მამრის გარეშე ხდება. როგორ? ეს ის შემთხვევაა, როდესაც მდედრი კვერცხუჯრედს საკუთარი გენეტიკური მასალით ანაყოფიერებს.
2021 წელს, იტალიაში, Cala Gonone-ს აკვარიუმში, mustelus სახეობის ზვიგენმა პატარა ზვიგენი გააჩინა, სადაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მამრობითი სქესის ზვიგენის ჭაჭანება არ ყოფილა.
გამრავლების ასექსუალური მეთოდები დამახასიათებელია ისეთი არსებებისთვის, როგორიცაა ღრმა ზღვის ჭიები და ჯოხისებრი მწერები, მაგრამ ის იშვიათად შეინიშნება ხერხემლიანებში. ზვიგენებში მამრობითი სქესის გარეშე გამრავლება მეცნიერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო.
მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ხერხემლიანები, რომლებიც ჩვეულებრივ მრავლდებიან სქესობრივად, გადადიან პართენოგენეზში, როგორც "ბოლო ძალისხმევა გამრავლებისას, როდესაც არ არის საკმარისი მეწყვილე", — ნათქვამია პრესრელიზში.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Fish Biology-ში, მოიცავს გადაშენების პირას მყოფ ზებრა ზვიგენებს. აქამდე არსებული გაგების საწინააღმდეგოდ, კვლევამ გამოავლინა მდედრი ზებრა ზვიგენის გამრავლების მაგალითი პართენოგენეზის გზით, მიუხედავად იმისა, რომ იმავე გარსში იყვნენ ჯანმრთელი, რეპროდუქციული მამრები.
პართენოგენეზი ჯანმრთელი მამრების არსებობის მიუხედავად
კვლევები 2004 წელს დაიწყო ზებრა ზვიგენების გენეტიკური ტესტირებით აკვარიუმში იმის დასადასტურებლად, თუ რომელი ზვიგენი იყო შთამომავლების მშობლები. 2018 წელს ამ ზვიგენების მიერ გაჩენილი შთამომავლების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი აკვარიუმში არცერთ მოწიფულ მამრს არ ემთხვეოდნენ.
"გარდა იმისა, რომ მათ დედასთან საერთო გენეტიკური მარკერები აქვთ, მათ დნმ-ის ორივე ჯაჭვი ჰქონდათ, ოღონდ ერთი მშობლისგან", — თქვა კევინ ფელდჰაიმმა, ჩიკაგოს საველე მუზეუმის მკვლევარმა.
ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ზვიგენები დაიბადნენ პართენოგენეზით მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელი მეწყვილეები არსებობდნენ. პირველი ინციდენტი დაფიქსირდა ჩიკაგოში, წყნარი ოკეანის აკვარიუმში.
ასეთ შთამომავლებს უფრო ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ
კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი შთამომავლები ბევრად ცოტას ცოცხლობენ. ეს კი იშვიათი რეცესიული გენეტიკური პირობებისადმი მიდრეკილების გამო. კვლევის დროს დაბადებულმა ზვიგენებმა მხოლოდ რამდენიმე თვე იცოცხლეს.
"კვლევა მხოლოდ დასაწყისია ამ გენეტიკური ფენომენის გასააზრებლად", — აღნიშნა უოტსონმა.
მკვლევრების თქმით, ასეთი ძალისხმევა ხელს შეუწყობს ისეთი სახეობების შენარჩუნებას, როგორიც ზებრა ზვიგენებია, რომლებიც თითქმის გადაშენებულია მსოფლიოს ბევრ ნაწილში.
კომენტარები