რა თქვა პრეზიდენტმა საახალწლო მილოცვაში
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ტრადიციული მილოცვა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, გეოპოლიტიკურ კონტექსტზე და ქართველების სოლიდარობაზე ისაუბრა.
- მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფებს მიმართა და პრემიერმინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.
- "სრულდება 2022 წელი. რაც იყო, იყო და ალბათ, არ გვინდა ახლა, ამას ჩავუღრმავდეთ", — ასე დაიწყო ზურაბიშვილმა მილოცვა.
დეტალები: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს წელი ყველაზე მძიმე იყო უკრაინელებისთვის და მათ მსოფლიოს აჩვენეს, რას ნიშნავს შემართება, ბოლომდე ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის და ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის.
- "ქართველმა ხალხმა კარგად იცის რას ნიშნავს ეს ბრძოლა და მას გავლილი აქვს ეს ძალიან მძიმე გზა, ამიტომაც ქართველმა ხალხმა არნახული სოლიდარობა გამოიჩინა და ყველა შესაძლო ფორმით გამოხატა თავისი მეგობარი ქვეყანის მიმართ, რომ მის გვერდით დგას", — თქვა მან.
ევროპული პერსპექტივა: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს წელი დიდი და ახალი იმედების წელი იყო, ევროპული იმედების წელი და ნაწილობრივ — იმედგაცრუების.
- "მაგრამ ჩვენ მივიღეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ევროპული პერსპექტივა, რამაც სამუდამოდ დაასრულა ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა — ვართ თუ არა ევროპაში. პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ვართ".
- "ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ჩვენი, ქართული ღირებულებები, რაც ამავდროულად, ევროპული ღირებულებებია, არის ის, რაც დღეს გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ (და ეს ჩვენში პრაქტიკულად არსებობს), ჩვენ იმ იმედგაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი, ნამდვილად, ევროპის წელი იქნება".
2023 წელი: პრეზიდენტმა ახალგაზრდებს უსურვა, რომ ეს მათი წელი იყოს, რადგან მათთვის არის ქართული, ევროპული მომავალი.
- "მინდა, რომ თქვენ, ამ ქვეყანას აღარ ტოვებდეთ, და პირიქით, ბრუნდებოდეთ, რადგან დღეს, თქვენ ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებით", — განაცხადა მან.
- ასევე, მიართა დიასპორას და თქვა, რომ "დღეს, ალბათ, დაბრუნების დროა", რადგან ევროპული პერსპექტივა მათზეცაა დამოკიდებული.
- "თქვენ ხართ ის, ვისაც შეუძლია აქ ჩამოიტანოს სწორედ ის წესები და სტანდარტები, რომელიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქ, რადგან არ უნდა დატოვოთ ამ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც შემდეგ სხვებისგან იქნება შევსებული".
პასუხი ღარიბაშვილს: რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის გაერთიანების შემთქვევაში აფხაზეთში და სამაჩაბლოში მასშტაბური ინვესტიცია შეუძლიათ და აფხაზეთს აქვს პოტენციალი, გახდეს მეორე მონაკო.
- ზურაბიშვილმა კი დღეს განაცხადა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღევანდელი ყოფის გამარტივება სჭირდებათ.
- "ძალიან მძიმე პირობებში მყოფებს, რამეთუ ომი მათზე ვრცელდება პირდაპირ, თუ ირიბად და ჩვენ ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ, თქვენ გვერდზე და თქვენ გვერდით უნდა ვიყოთ, რათა ყველანაირად დავიცვათ თქვენი იდენტობა, თქვენი ენა და ჩვენი ერთად ყოფნა".
- "მე არ ვიცი, ეს მონაკო იქნება, თუ სხვა რამ, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩვენ უნდა გიადვილებდეთ დღევანდელ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს და ბევრად ადვილად გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს, რათა თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება".
დასასრულს, პრეზიდენტმა პატრიარქს ახალი წელი და დაბადების დღე მიულოცა.
- "მინდა ვთქვა, რომ თქვენ ჩვენთვის მომავალი წლისთვის და შემდეგაც, ასევე, დიდი იმედის მომცემი ხართ", — განაცხადა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები