ბილაინმა 2022 წელს განხორციელებული სოციალური პროექტები შეაჯამა
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი მრავალი წელია მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც საქართველოში ციფრული სფეროს მიმართულებით ცოდნის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ემსახურება. ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობას, წვლილი შეიტანოს ახალგაზრდებში ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვიძებასა და ციფრული და სტარტ აპ ეკოსისტემის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, 2022 წელს, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩატარებას დაუჭირა მხარი და დაადასტურა, რომ ბილაინი არამხოლოდ თავად ავითარებს ციფრულ პროდუქტებს, არამედ ხელს უწყობს ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.
28-30 იანვარს თბილისში, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება, Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. მობილური თამაშების პორტალი, ბილაინის ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიას ადგილობრივ ჰაკათონებში გამარჯვებულ მონაწილეებთან, არაერთი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.
2022 წლის დასაწყისში, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის გახადოს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი. ხანის აკადემიის ვებგვერდის მეშვეობით, ათი ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ქართულ ენაზე ეუფლება ცოდნას სასურველი მიმართულებით. ბილაინი აგრძელებს Educare Georgia-სთან თანამშრომლობას და სხვა საგნების ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას.
გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს და ორგანიზატორებთან ერთად პირველად შექმნეს ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.
ოქტომბერში, ბილაინმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება ჩატარდება. 2 დღის განმავლობაში კონფერენციაზე წარმოდგენილი ოყო რამდენიმე ძირითადი სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტაპ კონკურსი, ნფტ გალერეა, ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში ჩაერთო 1000+ ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ციფრული სამყაროს შესახებ ცოდნის ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებაში.
17-19 ნოემბერს ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას — Datafest Tbilisi 2022. DataFest Tbilisi ყოველწლიურად იმართება და წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. ფესტივალის ფარგლებში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.
წლის მიწურულს, ბილაინთან პარნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ კონფერენცია — TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35+ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა. პროექტის მთავარი მიზანია ციფრულ სფეროში განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით საქართველოში ახალი შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობა.
სოციალური პროექტების მხარდაჭერით, ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი ახალგაზრდების გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა როგორც თანამშრომლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის და არსებულის საუკეთესოდ გამოვლენის მხარდაჭერა.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია კორუფციის საქმეზე დაკავებული სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ჰოსპიტალიზებულია
გადახედვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები