MDF-ის თანახმად, ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი საბიუჯეტო კონტრაქტი იმედთან გაფორმდა
ფოტო: AdamasUniversity
ამის შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის (MDF-ის) ანგარიშში — რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო თანხების განაწილების პრაქტიკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანგარიშში განხილულია, როგორ ნაწილდება საბიუჯეტო კონტრაქტები სხვადასხვა ტიპის მედიაზე, ასევე — როგორ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ ეს მედიები.
- MDF-ის თანახმად, 2021 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედიასაშუალებებთან 4 808 129 ლარის კონტრაქტი გააფორმეს.
დეტალები: 2021 წელს საბიუჯეტო კონტრაქტების ყველაზე დიდი წილი (35,6%) ონლაინ მედიაზე მოდის, 16,4 % — ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე, 16,4% — რეგიონულ ტელევიზიებზე, თითქმის ამდენივე — სოციალურ მედიაზე, 7,3 % — ბეჭდურ მედიაზე, დანარჩენი კი შერეულ კონტრაქტებსა და რადიოებზე ნაწილდება.
- როგორც ანგარიშის ავტორები ამბობენ, ტელევიზიების შემთხვევაში კონტრაქტების განაწილება რეიტინგებთან შესაბამისობაშია.
- ტელეკომპანია იმედთან 285 647 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა, მას მოსდევს მთავარი არხი — 141 957 ლარით და რუსთავი 2 — 110 192 ლარით.
- რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი საბიუჯეტო თანხა ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული და ის მთლიანი შემოსავლის 80%-ს შეადგენს.
ყველაზე მეტი თანხა — 1 713 476 ლარი, ონლაინ მედიის კონტრაქტებზე იყო გათვალისწინებული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ გამოცემებზე მოდის, მას მოსდევს Kvira.ge და მასთან დაკავშირებული გამოცემები.
- ბეჭდურ მედიაში ყველაზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაზეთ
რეზონანსთან გაფორმდა, რეგიონულში კი — გაზეთ ბორჯომთან.
წინა წლების მსგავსად საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებების შერჩევის დროს საჯარო უწყებები, ანგარიშის თანახმად, მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებითა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკით არ ხელმძღვანელობდნენ.
- "2021 წელსაც კვლავ გაფორმდა სერვის კონტრაქტი გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ჰომოფობიური და ანტიდასავლურია" — ვკითხულობთ კვლევაში.
- ასევე, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საბიუჯეტო კონტრაქტები გაფორმდა ონლაინ გამოცემა სივრცეებთანაც, რომელსაც — როგორც სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა, ასევე, კრემლისტურ აქტორებთან მჭიდრო კავშირები აქვს.
გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც საბიუჯეტო კონტრაქტების მქონე ზოგიერთი მედია საშუალება ტროლის კომენტარს რუსეთის მოქალაქის მოპარული ფოტოთი ონლაინ სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც რეალური პირისას, აქვეყნებდა.
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დიქტატურას? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ დიქტატურას?
-
AI "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოზიცია AI "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პოზიცია
გადახედვა
-
კაია კალასი და მარტა კოსი: უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს EU-ში წევრობის შესახებ კაია კალასი და მარტა კოსი: უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს EU-ში წევრობის შესახებ
გადახედვა
-
ქვიზი: რას ამბობს შენი PSP-ს კალათა შენზე? ქვიზი: რას ამბობს შენი PSP-ს კალათა შენზე?
-
როცა ტრადიცია თავიდან იბადება — შალოშვილის მარანი როცა ტრადიცია თავიდან იბადება — შალოშვილის მარანი
-
7 ესპანელი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე 7 ესპანელი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
გადახედვა
-
ComCom მომდევნო კვირიდან "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით"დადგენილ ნორმებს პრაქტიკაში აამოქმედებს ComCom მომდევნო კვირიდან "მაუწყებლობის შესახებ" კანონს და "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით"დადგენილ ნორმებს პრაქტიკაში აამოქმედებს
გადახედვა
-
კალაძის შტაბთან "პუბლიკის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს 3000-3000-ლარიანი გირაოები შეეფარდათ კალაძის შტაბთან "პუბლიკის" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის ბრალდებულებს 3000-3000-ლარიანი გირაოები შეეფარდათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი
-
8 აქტივობა, რომლებიც 8 მარტისთვის უნდა დაგეგმო 8 აქტივობა, რომლებიც 8 მარტისთვის უნდა დაგეგმო
-
ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 168 ადამიანი გარდაიცვალა — გამოძიება აშშ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს ირანში გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 168 ადამიანი გარდაიცვალა — გამოძიება აშშ-ს ბრალეულობაზე მიუთითებს
გადახედვა
-
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ზუგდიდში ფიზკულტურის მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
6-7-8 მარტს ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 6-7-8 მარტს ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ქალი მართავს — თეგეტამ მარტის კამპანია დაიწყო ქალი მართავს — თეგეტამ მარტის კამპანია დაიწყო
-
სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან "ოცნების" გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან "ოცნების" გზავნილებს იმეორებენ, არიან მოღალატეები
გადახედვა
-
შსს: ხაშურში, 2002 წელს დაბადებულმა პირებმა "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს შსს: ხაშურში, 2002 წელს დაბადებულმა პირებმა "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიიდან 10 ლეპტოპი მოიპარეს
გადახედვა
-
ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია — თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების ჩამოგდებაზე ამ პირობებში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია — თამთა მიქელაძე ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების ჩამოგდებაზე
გადახედვა
-
ელიტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ ელიტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას 20%-იან ქეშბექს მიიღებთ
-
ტრამპი: ირანს "ცოტა დააგვიანდა", შეთანხმება არ იქნება ტრამპი: ირანს "ცოტა დააგვიანდა", შეთანხმება არ იქნება
გადახედვა
-
SOLO X BEKA PARIS — ქალთა დღის კამპანია საზღვრებს გარეთ SOLO X BEKA PARIS — ქალთა დღის კამპანია საზღვრებს გარეთ
-
ნახეთ: The Testaments-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: The Testaments-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
კომენტარები