ირაკლი ღარიბაშვილი

26 Dec. 2022, 11:58

ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში. ომის დაწყების დღიდან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე მხარი დავუჭირეთ ხმამაღლა უკრაინას, შევუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს. 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება. მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, ჩვენი, ყველას მთავარი ვალდებულებაა ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა. და ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი არის განსაკუთრებული. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის…