პარტნიორის კონტენტი

გადმოდი გალფზე - ახალი აქცია და ხარისხიანი საწვავის არჩევანი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

კომპანია გალფმა ავსტრიულ ნავთობგიგანტთან (OMV) დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ევროპის ბაზარზე. სწორედ ამიტომ, გალფი თავის ქსელში OMV-ის მოწოდებულ, ევრო 5-ის სტანდარტის საწვავს სთავაზობს მომხმარებელს.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დაიწყო ახალი აქცია - "გადმოდი გალფზე". ამ მოწოდებით კომპანია ყოველ ახალ Gulf Club-ის წევრს საჩუქრად 10 ლარის საწვავს ჰპირდება, ანუ თუ მომხმარებელი მომავალი ერთი თვის განმავლობაში გახდება გალფ კლუბის წევრი და აიღებს ბარათს, სწორედ მას გადაეცემა საჩუქრად საწვავი.

გალფის მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს საწვავის მოხმარების ისტორიას მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

ვინ გახდა გალფის სარეკლამო სახე?

კომპანია გალფის ახალი ევრო 5-ის სტანდარტის საწვავის ხარისხის კამპანიას NBA-ის ქართველი ვარსკვლავი, ზაზა ფაჩულია დაუჭერს მხარს. გალფისა და ზაზას თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქართული კალათბურთის განვითარება და ხელშეწყობაა. თანამშრომლობის ფარგლებში გალფი ზაზას საკალათბურთო აკადემიას დაუდგება მხარში და მის განვითარებასა და გაძლიერებაზე იზრუნებს.

ფოტო: Forbes

კერძოდ, როგორც გალფის მარკეტინგის დირექტორი, ნინო ჯიბლაძე ჰყვება, ზაზა ფაჩულია გეგმავს, თბილისში, თავისივე საკალათბურთო აკადემიას შესწიროს არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარი:

"ძალიან დიდხანს ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ამ კონტრაქტთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ ზაზა ფაჩულია და გალფი გეგმავენ მხარში დაუდგნენ და განავითარონ საქართველოში კალათბურთის შესაძლებლობები, დაეხმარონ იმ ბავშვებს ვისაც აქვს მონაცემები და ნიჭი, რომ ჩაერთონ კალათბურთში"

აკადემიას, სადაც 600-მდე კალათბურთელი გადის წვრთნას, ემსახურება ათამდე ქართველი და ორი უცხოელი მწვრთნელი.

რა არის ევრო 5-ის სტანდარტი?

ევრო 5-ის სტანდარტი ადგენს ემისიების ლიმიტებს, ბენზინისა და დიზელის მოხმარებისას, განსაკუთრებით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებების მიმართ, როგორებიცაა ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირწყალბადები და აზოტი.

ზოგადად, სტანდარტი განსაზღვრავს ჰაერის დამაბინძურებლების დასაშვებ რაოდენობას და მისი მიზანია ჰაერის ხარისხის სტანდარტის მიღწევა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა. ევრო 5-ის სტანდარტი 2009 წლის სექტემბრიდან მოქმედებს.

რა გზას გადის გალფის საწვავი მომხმარებლამდე?

გალფის ბენზინი და დიზელი საქართველოში რუმინეთიდან ტანკერით ჩამოდის. ტრანსპორტზე დეტალურად მოწმდება პროდუქციის ხარისხი და მხოლოდ ამის შემდეგ იტვირთება ნავთობტერმინალზე.

გალფის რეზერვუარები შიგნიდან სპეციალური საღებავითაა შეღებილი, რათა პროდუქტი სუფთად შეინახოს და არ დაკარგოს თვისებები.

ფოთის პორტის ტერმინალის მენეჯერის, გივი ყაჭიურის თქმით, სატუმბი სისტემა გამორიცხავს ბენზინისა და დიზელის მცირეოდენ არევასაც კი და საწვავის ხარისხი უცვლელი რჩება.

"ჩვენი ტერმინალი დაპროექტებულია და აშენებულია API 650 სტანდარტის შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ რეზერვუარები აღჭურვილია შიდა მცურავი სახურავით. მილსადენები სეგრეგირებულია, მაგალითად, ბენზინის, დიზელისა და ავიანავთის პროდუქტების ერთიდაიგივე მილით მომსახურება არ შეიძლება, რადგან ხარისხს აფუჭებს. ჩვენი კომპანია სერტიფიცირებულია ISO სტანდარტებით - ესაა გარემოს დაცვის კუთხით, ხარისხის მართვის კუთხითა და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მხრივ. ტერმინალი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვას - შიდა მცურავი ემისიები უზრუნველყოფს ნაკლებ ემისიებს და მავნე ნივთიერებების გაფრქვევას ატმოსფეროში".

რეზერვუარებში საწვავის რაოდენობის, ტემპერატურისა და ხარისხის მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. ტერმინალის რეზერვუარებიდან რეგიონალურ ბაზებამდე, საწვავი სარკინიგზო ტრანსპორტით ნაწილდება. ტრანსპორტირების შემდეგ, კომპანია, კიდევ ამოწმებს ბაზაზე პროდუქტის ხარისხს და ის მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება სპეციალურ, თანამედროვე საწვავმზიდებში.

გვინდა, საქართველოში ხარისხის ზღვარი დავიჭიროთ იმდენად მაღალი, რომ სხვა კონკურენტებსაც მივცეთ იმის შესაძლებლობა, გასწორდნენ გალფზე.

საბა ჯიშიაშვილი, საოპერაციო დირექტორი

დიზელი და ბენზინი ერთამენთისგან განცალკევებულად, სხვადასხვა საწვავმზიდებით, უკვე ავტოგასამართ სადგურებზე მიდის. სრული ციკლის განმავლობაში, საწვავის აორთქლება მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას ამცირებს.
ციკლის ბოლო ეტაპზე, ავტოგასამართ სადგურზე, სანამ საწვავი მომხმარებლის ავტომობილში მოხვდება, ხარისხის კონტროლის სამსახური კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ ამოწმებს საწვავის ხარისხის მდგომარეობას.

რატომ უნდა აირჩიო გალფის საწვავი?

ევროპაში, 2009 წლიდან მუშაობს უმაღლესი სტანდარტი - ევრო 5, რომელიც საწვავში გოგირდის შემცველობის ლიმიტებს აკონტროლებს. საწვავის შემადგენლობაში უმნიშვნელოვანესი პარამეტრია გოგირდის შემცველობა.

რაც უფრო ნაკლებია გოგირდი, მით უფრო ნაკლებად მავნებელია გამონაბოლქვი გარემოსთვის.

ლაბორატორიული ტესტირებისა და სერთიფიცირების საერთაშორისო კომპანიის (SGS) კვლევით, გალფის პრემიუმისა და ევრო დიზელის ხარისხი სრულიად შეესაბამება ნორმის ფარგლებს. მაგალითად, ტყვიის შემცველობა ევრო 5-ის სტანდარტებით 5 ერთეულზე მეტი არ უნდა იყოს, გალფის პრემიუმ საწვავის ლაბორატორიული კვლევით კი დადგინდა, რომ იგი 2,5-ზე ნაკლებია.

როგორც კომპანია აცხადებს, გალფი პირველია საქართველოში, რომელმაც საწვავის კვლევის ლაბორატორიული შედეგები გაასაჯაროვა.

SGS-ის კვლევის შედეგები იხილეთ ფოტოზე:

გალფის საოპერაციო დირექტორის, საბა ჯიშიაშვილის თქმით, გალფის პრიორიტეტია მომხმარებლამდე ხარისხიანი საწვავის მიტანა, ისეთის, რაც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან:

"გვინდა, რომ საქართველოში ხარისხის ზღვარი დავიჭიროთ იმდენად მაღალი, რომ სხვა კონკურენტებსაც მივცეთ იმის შესაძლებლობა, გასწორდნენ გალფზე და ზოგადად, საქართველოში გაუმჯობესდეს ხარისხი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Yandex-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები ხინკლითა და პიცითაა დაფარული
  2. ივანიშვილს, თელავში სიტყვით გამოსვლისას, შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ერთმანეთში აერია
  3. Edison Research: "ოცნება" — 32%, "ერთიანობა" — 20%, "კოალიცია ცვლილებებისთვის" — 11.9%, გახარია — 11.9%
  4. ირანის სულიერი ლიდერი: გამარჯვება მოდის ალაჰისგან და ის ახლოსაა
  5. პრემიერის თქმით, გიორგი ამილახვრის გადადგომა, მმართველი გუნდისთვის, დიდი დანაკლისია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იაგო ხვიჩია: "ქართული ოცნება" შეცდა — ეშმაკს და "გლობალური ომის პარტიას" არ უნდა დანებდე

"მგონი, შეცდა ქართული ოცნება იმიტომ, რომ ეშმაკს და "გლობალური ომის პარტიას" არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო.…