რა სიმპტომებით იტანჯება კაცი, რომელმაც 9 წელიწადში 40 000 აბი ექსტაზი მიიღო
მისტერ A ამ გვერდითი მოვლენებით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შეწყვეტიდან 7 წლის შემდეგაც იტანჯებოდა
2006 წლის აპრილში, ექიმებმა ლონდონის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს კვლევა ბრიტანელი კაცის შესახებ, რომელმაც, მათი აზრით, ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული ექსტაზის რაოდენობის ყველა რეკორდს გადააჭარბა. ქეისის მთავარი გმირი ბრიტანელი კაცი იყო, კოდური სახელით "მისტერ A", რომელმაც 9 წლის განმავლობაში არც მეტი, არც ნაკლები, ექსტაზის 40 000 აბი მიიღო.
ექიმები წერდნენ, რომ მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურ და ფსიქიკურ გვერდით მოვლენებს მუდმივად განიცდიდა. მისტერ A-ს აწუხებდა მახსოვრობის პრობლემები, ქრონიკული პარანოია, მუდმივი ჰალუცინაციები, კუნთების ტკივილი, გამოხატული კისრისა და ყბის კუნთების გაშეშებით, რის გამოც ხშირად პირის გაღებასაც ვერ ახერხებდა (ეს, სავარაუდოდ, დღემდე ასე გრძელდება).
2022 წელს მედია ამ ამბავს თავიდან მიუბრუნდა. ბრიტანულმა ჟურნალმა The Face ქრისტოს კუიმციდისთან ინტერვიუ ჩაწერა. ეს ფსიქიატრია, რომელიც 2006 წლის კვლევაში მონაწილეობდა. ინტერვიუში ექიმი საუბრობს, თუ რატომ არის გასაოცარი ამდენი წლის შემდეგაც A-ის საქმე.
"პირველი ორი წლის განმავლობაში, ის ყოველ კვირა 5 აბს იღებდა, შემდეგ დოზა გაზარდა და სამი წლის განმავლობაში დღეში 3.5 აბზე გადავიდა, ბოლოს კი დოზა დღეში საშუალოდ 25 აბამდე გაიზარდა, რაც კიდევ 4 წლის განმავლობაში გაგრძელდა", — გაიხსენა უნიკალური პაციენტი კუიმციდისმა
მახსოვრობის პრობლემები
პაციენტის მთავარ პრობლემას მაინც მახსოვრობის პრობლემები წარმოადგენდა. კვლევის მომენტში ის 37 წლის იყო და ნარკოტიკული საშუალება 7 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული!
ამ პერიოდში მისტერ A-ს ძალიან აწუხებდა "გვირაბის ხედვის" ეპიზოდები (პერიფერიული მხედველობის დაკარგვა), რაც პანიკურ შეტევებს, პერიოდულ შფოთვებს, დეპრესიას, კუნთების გაშეშებას, ჰალუცინაციებსა და პარანოიას იწვევდა.
ექსტაზის დიდი რაოდენობით ან გამუდმებით მიღება დიდ პრობლემებს იწვევს. კუიმციდისის თქმით, შესაძლოა, კლუბურ ნარკოტიკს ნაკლებ სახიფათოდ ვთვლიდეთ, თუმცა ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მას აუცილებლად ექნება. მისტერ A ამის საუკეთესო მაგალითია, მას კვირების განმავლობაში განძრევაც კი არ შეეძლო და სამყაროს "გვირაბიდან" ხედავდა.
წარსულში MDMA პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის.
კომენტარები