რა უნდა ვიცოდეთ სანერწყვე ჯირკვლებსა და მათ დაავადებებზე?
სანერწყვე ჯირკვლები დიდ გავლენას ახდენენ ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაზე. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მთელი რიგი ორგანოების, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაში. ამიტომ, სასურველია, ვიცოდეთ სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიების ამოცნობა, რათა დაავადებებს დროულად ვუმკურნალოთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები.
სანერწყვე ჯირკვლების დაავადებებზე, მათ სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მეთოდებზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის ყბა-სახის ქირურგი, გიგა ტორაძე საუბრობს.
რა ტიპის სანერწყვე ჯირკვლები არსებობს და რა არის მათი ფუნქციები?
ადამიანს აქვს ხუთი დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი — წყვილი ყბისქვეშა, წყვილი ყბაყურა და კენტი ენისქვეშა სანერწყვე ჯირკვლები. ასევე, პირის ღრუს მთელ ლორწოვან გარსზე მოფენილია მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებიც. მათ მიერ მიერ გამომუშავებული ნერწყვი გამომტანი სადინარების მეშვეობით ხვდება პირის ღრუში, სადაც ერევა საკვებს და ორგანიზმს ეხმარება მის გადამუშავებასა და მონელებაში. ამიტომ, სანერწყვე ჯირკვლები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში.
სანერწყვე ჯირკვლის რა დაავადებებია ყველაზე გავრცელებული?
ხშირია სანერწყვე ჯირკვლის ანთებითი პროცესები, რასაც სიალადენიტებს ვუწოდებთ. ის შეიძლება იყოს მწვავე, ქრონიკული, ჩირქოვანი და ვირუსული. ასევე, ხშირად გვხვდება სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანუ კენჭოვანი დაავადებები. კონკრემენტი, იგივე კენჭი შეიძლება შეგხვდეს როგორც უშუალოდ ჯირკვალში, ისე ნერწყვის გამომტან სადინარებში.
შეიძლება განვითარდეს ცისტაც, რომელიც უფრო ხშირად მცირე სანერწყვე ჯირკვლებში გვხვდება. ამ დაავადების განვითარებას ხელს მიკროტრავმა უწყობს, რომლის შედეგადაც ზიანდება სანერწყვე ჯირკვალი, იხშობა სადინარი და ფერხდება ნერწყვის გამოყოფა. ამ დროს ნერწყვი ერთ ადგილას დაგროვებას იწყებს, იკეთებს გარსს და ყალიბდება ცისტად.
ასევე, არსებობს სანერწყვე ჯირკვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელიც ყველაზე ხშირად წყვილ ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლებში გვხდება.
რა ჩივილებს უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება?
არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რაც სანერწყვე ჯირკვლებში პათოლოგიურ პროცესებზე მიანიშნებს. ერთ-ერთია პირის სიმშრალე ანუ ჰიპოსალივაცია და, პირიქით, უხვნერწყვიანობა ანუ ჰიპერსალივაცია. ასევე, სანერწყვე ჯირკვლის მიდამოში შეიძლება პაციენტმა შეამჩნიოს ასიმეტრია, გამობერილობა, შესივება და იგრძნოს ტკივილი. ამ სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია, პაციენტმა ექიმს მიმართოს.
როგორ ხდება სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების დიაგნოსტირება?
პირველ რიგში, ექიმი ობიექტურ გასინჯვას ატარებს. შემდეგ კი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ინიშნება. სანერწყვე ჯირკვლის დაავადებების სადიაგნოსტიკო საშუალებები მოიცავს ულტრაბგერით, მაგნიტურ-რეზონანსულ, რენტგენოლოგიურ კვლევებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ბიოფსიური მასალის მორფოლოგიურ კვლევას. მათ პაციენტის სიმპტომებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ვნიშნავთ.
როგორია სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების მკურნალობის მეთოდები?
სანერწყვე ჯირკვლების მკურნალობისთვის მივმართავთ მედიკამენტოზურ და ქირურგიულ მკურნალობას. მედიკამენტებს, ძირითადად, ანთებითი პროცესების დროს ვნიშნავთ. ქირურგიული მკურნალობისას კი ხდება სანერწყვე ჯირკვლის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა, ზოგჯერ ჩარევა ხდება უშუალოდ ნერწყვის გამომტან სადინარზე. ის, თუ რა ქირურგიულ პროცედურას ჩავატარებთ, დამოკიდებულია კონკრეტულ დაავადებაზე და მის სიმძიმეზე.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა დროულად მიაქციოს ყურადღება ჩივილებს და მალევე დაიწყოს მკურნალობა, რადგან შორსწასული პროცესები არა მხოლოდ რთულად სამართავია, არამედ ბევრ გართულებას იწვევს.
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
კომენტარები