გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა
ფოტო: galt & taggart
გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის წარმომადგენლები, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
გალტ & თაგარტის კვლევა 3.4 მილიარდი აშშ დოლარის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარს ფარავს და ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვესექტორზე (სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი & განათება). კვლევა მოიცავს 20,000 კომპანიის საქმიანობის და საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს, ასევე 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების ანალიზს.
კვლევის მიხედვით, COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე პერიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რასაც განაპირობებდა ინფრასტრუქტურაზე სოლიდური სახელმწიფო ხარჯები, ტურისტული ბუმი და მასთან დაკავშირებული სასტუმროების მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ობიექტების მშენებლობა და ასევე უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია სწრაფად აღდგა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. მიმდინარე წლის ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და გაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ბუმმა ასევე დადებითი როლი ითამაშა ამ სექტორზე.
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება დიდწილად აკმაყოფილებს მოთხოვნას, თუმცა სარემონტო მასალების, ტექნიკისა და ავეჯის მიმართულებით იმპორტზე დამოკიდებულება მაღალია. გალტ & თაგარტის პროგნოზით სექტორი საშუალოდ წლიურად 5-10%-ით გაიზრდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს. ამასთან, სექტორის ძირითადი რისკებია: 1) მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაციის მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების სწრაფი ცვლილება და 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები.
"სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის კვლევა საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების მთავარი მიზანია ამ სფეროს წარმომადგენლებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია, რომელსაც სამშენებლო/სარემონტო მასალების სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება სექტორის პერსპექტივებზე", — განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები