აქ დიდი ფული ტრიალებს - ოდესური დღიურები
ფოტო: VOA
მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივი – ეს, ალბათ ყველაზე შესაფერისი შეფასებაა, რაც შეიძლება თავდაპირველად ამოუტივდივდეს ოდესის შესახებ ადამიანს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს დაწერას დააპირებთ მის შესახებ, საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობა და მათი დაჯერება გაგიჭირდებათ, წინააღმდეგობრიობის გამო და გადაწყვეტთ, შეგრძნებები გადაამოწმოთ.
ფოტო: VOA
ეს გულისხმობს, რომ დაგუგლავთ, ან ალტერნატიული წყაროების მოძიებას დაიწყებთ, სულ მცირე, მეგობრების წრეში მაინც გამოიკითხავთ მათეულ დამოკიდებულებებსა და შეგრძნებებს ოდესასთან მიმართებით. თუმცა, აქ ერთი საფრთხეა: შესაძლოა, სხვების შეგრძნებების მოსმენამ „დაგასპოილეროთ“ (ამ სიტყვის შესატყვისი ქართულ ენაზე რთული მოსაძებნი აღმოჩნდა, ამიტომ ბარბარიზმს გამოვიყენებ, ამ შემთხვევაში), გადაგიბიროთ. შესაძლოა, გაიზიაროთ მათი მოსაზრება ან თქვენსას შეუწონოთ და რაღაც შუალედურ ვარიანტზე შეჯერდეთ. ამიტომ გადავწყვიტე უკუღმა მოვიქცე: ჯერ საკუთარი მოსაზრებები და შეგრძნებები მოვკრიბო ოდესის შესახებ და შემდგომ დავგუგლო (იმედია, დაგუგვლის ცდუნებას გავუძლებ მანამდე).
„12 სკამის“, შავი ზღვის, საბჭოეთის პირობებშიც კი შენარჩუნებული კოლორიტისა და სხვათა და სხვათა გარდა, ოდესა მისი პოლიტიკური აქტივობითაცაა საინტერესო ქართველებისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ ხომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ორი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტს, ოლქის გუბერნატორის თანამდებობას, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იკავებდა. ამიტომაც საინტერესოა ადგილობრივებისგან გულწრფელი შეფასებების მოსმენა მასზე, რასაც ასევე იხილავთ ამ ტექსტში. მანამდე კი ერთი თვალის გადავლებით აშლილ განცდებს გაგიზიარებთ:
ფოტო: VOA
ოდესა ტერიტორიულად უკრაინაა, სადაც ადამიანების უმეტესობა საკუთარ იდენტიფიცირებას უკრაინასთან ახდენს და ამავდროულად, რუსულად მეტყველებს. სასაუბრო ენა აქ რუსულია. უკრაინულს იშვიათად, ან საერთოდ ვერ გაიგონებთ. ოდესა მულტიკულტურული ქალაქია, სადაც თავს იყრის ბერძნების, თურქების, ებრაელების, გერმანელების, ფრანგების, რუსების, უკრაინელებისა და საკუთრივ ოდესელების დანატოვარი. მისი ცენტრი და გარეუბნები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. თუ ქალაქის ძველ და ისტორიულ ნაწილში მრავალეთნიკურობის სიჭრელე მოგჭრით თვალს, პერიფერიები მიგახვედრებთ, რომ თქვენ საბჭოთა ქვეყანაში იმყოფებით. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ოდესელები ჯერ კიდევ ათანხმებენ ერთმანეთს შორის საკუთარი იდენტობის შესახებ ინფორმაციას. რა ურჩევნიათ მათ: თქვან, რომ არიან ევროპელები? რუსები? უკრაინელები? – ამ კითხვაზე პასუხის მიგნება რთულია. ყველაზე იოლია ითქვას, რომ ისინი, უბრალოდ, ოდესელები არიან და ამით უფრო მეტი ქვეტექსტი იხსნება, ვიდრე სხვა რომელიმე შემთხვევაში.
ფოტო: VOA
ოდესა სავსეა „ალუზიებით“/„ხატებებით“/“იმიჯებით“/“ობრაზებით“. აქ მაცხოვრებელი ადამიანების ხასიათში დაიჭერთ იმ ლიტერატურულ პერსონაჟებთან მსგავსებას, რომელთაც ოდესა ბელეტრისტიკაში უკვდავყვეს. ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლიც კი წიგნიდან გადმოსულ გმირს ჰგავს ჩაცმულობიდან და ქუდიდან დაწყებული და ქცევითა და მსჯელობის მიმართულებით დასრულებული. მან კარგად იცის, როგორ იმართება ქვეყანა, მან კარგად იცის, რომ არსებული ტოტალური კორუფციული გარემო ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის და მან ისიც იცის, ამავე დროს, რომ ამ ყველაფერს არაფერი ეშველება, მხოლოდ იგივე გაგრძელდება.
„აქ ყველანი ძაფებით ვართ მიბმული ერთმანეთს. ერთ ძაფს თუ გამოწევ, მილიონი სხვა წერტილი ამოძრავდება. ერთგან თუ გადაწყვეტ მოსპო კორუფცია, ეს ასი ათას სხვა ადგილას იწვევს საწინააღმდეგო რეაქციას. უკრაინა დიდია, ამიტომ, ერთი ხელის მოსმით აქ რეფორმები შეუძლებელია. თანაც ყველა დაინტერესებულია კორუფციით, სარგებელს ნახულობს მისით. ხალხი ასეთ რეჟიმში ცხოვრებას შეჩვეულია და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია“– ასეთია ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლის შეფასება. სხვათა შორის, ანალოგიური შეხედულებები არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს აქვთ ოდესაში.
ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებშიც კი, სადაც ყველაფერი დასავლურ ყაიდაზეა მოწყობილი, რაღაც ამოუცნობი მიზეზი არ გაძლევს იმის დაჯერების შესაძლებლობას, რომ ეს მართლაც დასავლურადაა. ალბათ. აქაური, ადგილობრივი სულის მიზეზით, რითაც ყველაფერია გაჟღენთილი. აქ ნახავთ ისეთ ჩუქურთმებს, როგორსაც იტალიაში, ისეთ არქიტექტურის ნიმუშებს, როგორსაც საფრანგეთში, მაგრამ „რაღაც“, ზუსტად ეს იდუმალი სული თუ ეს იდუმალი სუნთქვა არ გაძლევთ უფლებას დაიჯეროთ აქაურობის დასავლურობისკენ მისწრაფების შესახებ.
ფოტო: VOA
ცამეტიოდე წლის ბიჭიც კი, ოდესელი, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი და მშობლების ნებართვით, დიდი სიამაყისა და სიამოვნების განცდით დაგეხმარება დანიშნულების ადგილის პოვნაში, გმირს ჰგავს მხატვრული ლიტერატურიდან. მხოლოდ ოდესური ქუდიღა აკლია და როდესაც ცოტა წამოიზრდება, ალბათ მის ტარებასაც დაიწყებს.
სააკაშვილს აქ ცუდად არ იხსენებენ. არც კარგად, თუმცა ამ გახსენებაში არის რაღაც ისეთი, დანანებითი. აქ ყველა ხვდება, რომ ფესვგამდგარ კორუფციას სააკაშვილი ვერ მოერეოდა. აქ ყველამ ისედაც კარგად იცოდა ეს, წინასწარ. სააკაშვილის წასვლამ მხოლოდ დაუდასტურა ამ ადამიანებს მათივე მოსაზრებები.
იუსტიციის სახლი და პატრულის რეფორმა ოდესაში სააკაშვილმა დატოვა. ოდესელები ამბობენ, რომ იუსტიციის სახლები მუშაობს. პატრულიც მუშაობს. მხოლოდ აქ ორი სახის პატრულია: ძველი და ახალი. იმდენად, რამდენადაც ძველი მილიციის თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან ვერ მოხერხდა, მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებად გადაინაცვლეს. „ახლები ქრთამს არ იღებენ, რომ შესთავაზოთ, მაინც არ აიღებენ, აი ძველები კი ისევ ჩვეულებრივად აგრძელებენ,“– გვეუბნებიან ოდესაში. „უნიფორმა ძველებს და ახლებს ერთნაირი აცვიათ?“ – ვეკითხებით ჩვენ და ამ კითხვაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, მორიგი კითხვა ჩნდება: „როგორ ასხვავებთ ერთმანეთისგან ძველ და ახალ თანამშრომლებს, თუ ისინი ერთსა და იმავე უნიფორმას ატარებენ?“. ამაზე პასუხი ჩაცინებაა, ისეთი ჩაცინება, რომელშიც პასუხს ისედაც უნდა მიხვდე, აუხსნელად და თუ ვერ მიხვდები, გეტყვიან: „ძველ და ახალ თანამშრომლებს ერთი შეხედვითვე ეტყობათ“. ასეა პატრულის რეფორმის ამბები ოდესაში.
ანექდოტები და ხუმრობები აქ უყვართ. არა მხოლოდ უბრალოდ, გართობისთვის, არამედ უხერხულობის დასამალადაც. დასამალი უხერხულობა კი თავზე საყრელად აქვთ, მაგალითად, ჩვეულებრივ „ბიუჯეტნიკებს“. მოქალაქეებს, ვისაც ხელფასს სახელმწიფო აძლევს. ჟურნალისტებთან ისინი საკმაოდ დაძაბულები არიან. ამიტომ ანექდოტები მათი მაშველი რგოლია. შიშობენ, რამე არ წამოსცდეთ, თუმცა ეს შიში უფრო მეტყველია, ვიდრე ის ინფორმაცია, რომლის წამოცდენის ალბათობაც შეიძლება არსებობდეს.
ოდესა ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. ქუჩებში ერთმანეთში ირევა საუბრის ხმები სხვადასხვა ენაზე. შეუსაბამობები კი ასეთი ტურისტული მოთხოვნილებების პირობებშიც მრავლადაა. მაგალითად „დირიბასოვკაიაზე“, ერთ–ერთ ყველაზე ნახვად და პოპულარულ ქუჩაზე აშენებულ, მოჩუქურთმებულ და თვალისმომჭრელ, უზარმაზარ კორპუსში არავინ ცხოვრობს. ეს იმიტომ, რომ დღემდე ვერავინ გაარკვია მისი მესაკუთრეობის შესახებ ამბავი (თუმცა ეს არ არის ერთადერთი ვერსია). ასევე ცარიელი და აუთვისებელია კომუნისტების პერიოდის უზარმაზარი სასტუმრო „ოდესა“ პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, პორტში. ამბობენ, რომ მისი პრივატიზაციის იდეა სააკაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ადგილის პოტენციასა და განვითარებას სულ სხვაგვარად ხედავდა. მისი იდეა არ იქნა მხარდაჭერილი.
შედეგად, ყველაზე საინტერესო ხედების მქონე, დაახლოებით სამ ათეულ სართულიანი სასტუმრო მიუსაფარი და გამოცარიელებული დგას პორტში, საზღვაო სადგურთან.
რით ცხოვრობს ოდესა? რა არის აქ შემოსავლის ძირითადი წყარო? – ამ კითხვაზე ადგილობრივები მრავალმნიშვნელოვან დუმილს ამჯობინებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ აქ ძალიან დიდი ფული ტრიალებს და რომ ოდესა ძალიან მდიდარია.
ოდესას „ოდესას“ დღემდე ყველა საკუთარი გემოვნების მიხედვით უწოდებს რუსულად ან უკრაინულად. რუსულად ის ორი „სანი“–თ იწერება. გამოცდილმა ყურმა ეს აქცენტი თავად უნდა დაიჭიროს და ამით მიხვდება პრორუსთან აქვს კონტაქტი თუ პროუკრაინელთან. თუმცა შეიძლება უბრალოდ, საბჭოური წარსულისადმი ნოსტალგიით განწყობილი ადამიანიც შერჩეს ხელში.
ოდესის შესახებ რამდენიც არ უნდა დაიწეროს, მაინც ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რამდენიც დასაწერია. ამიტომაც, ნებისმიერი მცდელობა ოდესის შესახებ რაიმის თქმის, არასრულყოფილი იქნება და მკითხველს დანაკლისის გრძნობას დაუტოვებს. ეს, როგორც ფაქტობრივი მოცემულობა, ისე უნდა მივიღოთ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები