New York Times-ის თქმით, უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის ვიდეო ავთენტურია
ფოტო: AP
მიუხედავად ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიდეოებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ვითარებაში დახოცეს ტყვეებად ჩაბარებული პირები.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გასულ კვირას რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ტყვეების დახვრეტაა ასახული.
- ვიდეოს ავთენტურობა ოფიციალურად დადგენილი არ არის, არც ის, თუ სად და როდისაა გადაღებული, თუმცა მოსკოვმა სავარაუდო მომხდარი უკვე შეაფასა ომის დანაშაულად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების თხოვნით მიმართა.
- მოგვიანებით, საქმის გამოძიების მოწოდებით უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიაც გამოვიდა.
რა ჩანს ვიდეოში: კადრებში ნაჩვენებია უკრაინის შეიარაღებული ძალების უნიფორმაში გამოწყობილი კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ხოლო, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო მოსამსახურეები მიწაზე წვანან. ამის შემდეგ კამერა ძირს ეცემა და ისმის სროლის ხმა.
- ვიდეოს მეორე, 8-წამიან ფრაგმენტში კი, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების ცხედრებია ნაჩვენები.
- ამერიკული გამოცემის ცნობით, ვიდეოს ორი წყარო ჰყავს: უსახელო უკრაინელი სამხედრო, რომელიც მაკიივკასთვის ბრძოლაზე მობილური ტელეფონის ვიდეოდღიურებს იღებდა და უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებითაც უკრაინული ძალები შეტევას აკონტროლებდნენ.
დეტალები: The New York Times-მა ვიდეოკადრები ამერიკული კომპანიის, Maxar Technologies მიერ მიწოდებული სატელიტური გადაღების ფოტოებს შეადარა და დაადგინა, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში, სვატოვოს მახლობლად, სოფელ მაკიივკაშია გადაღებული.
- მათივე ინფორმაციით, ვიდეოზე ასახული ეზოს, სახლის, ფარდულებისა და ღობეების პოზიცია თანამგზავრულ სურათებს ემთხვევა.
- გამოცემის ცნობით, ბოლო რუსმა სამხედრომ, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სროლა ამის შემდეგ დაიწყო.
- სპეციალისტი ომის დანაშაულების საკითხებში, ივა ვუკუსიჩი New York Times-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიდეომასალის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, ტყვეები ორმხრივი ცეცხლის დროს დახოცეს თუ სროლის შეწყვეტის შემდეგ.
რას ამბობს უკრაინული მხარე: ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ ამ კადრებს შეისწავლიან.
- მისი განცხადებით, "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", რომ ამ მოკლე, რედაქტირებულ ფრაგმენტებში ნაჩვენები იყოს ის, რაზეც მოსკოვი საუბრობს.
- "ყოველი პოტენციური სიკვდილით დასჯილი რუსი ჯარისკაცი არის უკრაინელი, რომლის გაცვლაც შეუძლებელია, ამიტომ აქ ლოგიკა არ არსებობს", — ამბობს ვიცეპრემიერი.
უკრაინის ომბუდსმენის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, თუ რუსმა სამხედრო ტყვეებმა, როგორც ვიდეოდან ჩანს, განაცხადეს ჩაბარების განზრახვა, მაგრამ შემდეგ ერთმა მათგანმა გახსნა ცეცხლი, მაშინ საპასუხო ცეცხლი არ შეიძლება, ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად.
- მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში რუსი სამხედროები არ არიან ტყვეები, არამედ იბრძვიან.
- "უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ერთადერთი მიზეზი არის რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელმაც წამოიწყო გაუმართლებელი გენოციდური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", — განაცხადა მან.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები