ირაკლი კობახიძე

19 Nov. 2022, 23:16

ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, თვითმიზანი არის ის, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამისთვის აკეთებენ ისინი აბსოლუტურად ყველაფერს, ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, პირდაპირ დადიან საზღვარგარეთ. [...]

ერთადერთი, რითაც შეიძლება დაზიანდეს ეს პროცესი, არის საერთო კოორდინაცია, ანუ ნაცმოძრაობას იმის რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს, რაღაცაში ხელი შეგვიშალოს, მათ არ აქვთ ამის რესურსი. ელემენტარულად, გადავხედე ამასწინათ მათ საპარლამენტო შემადგენლობას და სულ 6-მა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი მთელ ნაცმოძრაობაში.

აქედან გამომდინარე, მათ ამის რესურსი არ აქვთ, რომ ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ, ხელი შეუშალონ რაღაცას. ერთადერთი პრობლემა არის ეს საერთო კოორდინაციაა, ანუ გლობალური ომის პარტია, ლოკალური ომის პარტია, იქ თუ დალაგდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებები, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო

მოქალაქე თეო ბანგადიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის სოფელ ზემო ორმეთში სასწრაფო დახმარების მანქანა ტრაქტორის…