გზა ცნობიერი ხელოვნური ინტელექტისაკენ: მეცნიერებმა ტვინის ახალი მოდელი შექმნეს
მეცნიერები ცნობიერი AI-ის შექმნას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ახალ კვლევაში მეცნიერებმა შექმნეს ადამიანის ტვინის ახალი ნეიროგამოთვლითი მოდელი, რომელმაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ ავითარებს ტვინი რთულ კოგნიტიურ უნარებს, რაც ხელს შეუწყობს ნეირონული ხელოვნური ინტელექტის კვლევებს. კვლევა პასტერის ინსტიტუტისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის, CHU Sainte-Justine-ის, მილა-კვებეკის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტისა და მონრეალის უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა.
ასევე იხილეთ: ღრმა დასწავლის რევოლუციის 10 წელი — აჟიოტაჟი თუ ფუნდამენტური ძვრა
მოდელი, რომელიც წარმოდგენილი იყო აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალის გარეკანზე (PNAS), აღწერს ნეირონულ განვითარებას ინფორმაციის დამუშავების სამ იერარქიულ დონეზე:
- პირველი, სენსომოტორული, დონე იკვლევს, თუ როგორ სწავლობს ტვინის შინაგანი აქტივობა აღქმიდან შაბლონებს და აკავშირებს მათ მოქმედებასთან;
- კოგნიტიური დონე იკვლევს, თუ როგორ აერთიანებს ტვინი კონტექსტურად ამ შაბლონებს;
- და ბოლოს, ცნობიერი დონე განიხილავს, თუ როგორ შორდება ტვინი გარე სამყაროსგან და მანიპულირებს ნასწავლ შაბლონებს (მეხსიერების საშუალებით), რომლებიც აღარ არის ხელმისაწვდომი აღქმისთვის.
მოდელი სვამს აქცენტს სწავლის ორ ფუნდამენტურ ტიპს შორის ურთიერთქმედებაზე — ჰების სწავლება, რომელიც ასოცირდება სტატისტიკურ კანონზომიერებასთან (ანუ გამეორებასთან), და განმამტკიცებელი დასწავლა, რომელიც დაკავშირებულია ჯილდოსა და დოფამინის ნეიროტრანსმიტერთან — და გვაწვდის ინფორმაციას შემეცნების ძირითადი მექანიზმების შესახებ.
მოდელი წყვეტს ამ დონეებზე კომპლექსურობის გაზრდის სამ ამოცანას, დაწყებული ვიზუალური ამოცნობიდან, დამთავრებული ცნობიერი აღქმების კოგნიტიურ მანიპულირებამდე. ყოველ ჯერზე, გუნდი წარადგენდა ახალ ძირითად მექანიზმს, რომელიც მას პროგრესირების საშუალებას აძლევდა.
შედეგები ხაზს უსვამს ორ ფუნდამენტურ მექანიზმს ბიოლოგიურ ნეირონულ ქსელებში კოგნიტიური შესაძლებლობების მრავალდონიანი განვითარებისთვის:
- სინაფსური ეპიგენეზი, ჰებისეული დასწავლით ლოკალური მასშტაბით და განმტკიცებული დასწავლით გლობალური მასშტაბით;
- და თვითორგანიზებული დინამიკა, სპონტანური აქტივობისა და ნეირონების დაბალანსებული ამგზნები/ინჰიბიტორული თანაფარდობის მეშვეობით.
"ჩვენი მოდელი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოკვეთს ნეირო-AI კონვერგენცია ბიოლოგიურ მექანიზმებს და კოგნიტიურ არქიტექტურას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის შემდეგი თაობის განვითარებას და საბოლოოდ ხელოვნურ ცნობიერებამდეც კი მიგვიყვანოს", — განმარტა გუნდის წევრმა გიიომ დიუმამ.
ამ ეტაპის მიღწევას შეიძლება დასჭირდეს შემეცნების სოციალური განზომილების ინტეგრირება, ამიტომ მკვლევრები ახლა ეძებენ ადამიანის შემეცნებაში ბიოლოგიური და სოციალური განზომილებების ინტეგრირების საშუალებას. გუნდმა უკვე შექმნა ორი მთლიანი ტვინის ინტერაქციის პირველი სიმულაცია.
მომავალი გამოთვლითი მოდელების ბიოლოგიურ და სოციალურ რეალობასთან დაკავშირება არა მხოლოდ ნათელს მოჰფენს შემეცნების ძირითად მექანიზმებს, არამედ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტისთვის უნიკალური ხიდის შექმნას განვითარებული სოციალური ცნობიერების ერთადერთი ცნობილი სისტემისკენ — ადამიანის ტვინისკენ.
კომენტარები