თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთადერთი კანდიდატი "აირჩიეს"
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს თსუ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს დილიდან არჩევნები სტუდენტების პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
- ისინი განმარტავდნენ, რომ მოვალეობის შემსრულებელი წესდების თანახმად, უნდა აერჩია სამეცნიერო და აკადემიური წრეების ყველა წარმომადგენელს, თუმცა დადგენილება შეცვალეს, რითაც ეს უფლებამოსილება აკადემიურ საბჭოს მიენიჭა.
- "ამ ცვლილებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამუშიამ, შესაძლოა, მოგვიანებით კენჭი რექტორის პოზიციაზეც იყაროს", — ამბობდნენ ისინი.
- სამუშია აკადემიურმა საბჭომ 30-დან 28 ხმით დაამტკიცა, ხოლო ორი ბიულეტენი გაბათილდა.
დეტალები: დღეს სტუდენტები აცხადებდნენ იმასაც, რომ ნებისმიერი წესდება, ეს იქნება განათლების შესახებ კანონი, თუ რექტორის არჩევის წესი, ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ "კომფორტული პირობები შექმნან და სწორედ ის კანდიდატი დანიშნონ, რომელიც პოლიტიკურად და პარტიულად ანგაჟირებულ ადამიანებს სჭირდებათ".
- მათივე თქმით, არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ. ამბობენ, რომ აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რადგან ის არაა დამოუკიდებელი ორგანო სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში პრივილეგირებული ჯგუფების დაკვეთას.
- "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეს რექტორი არ ჰყავს, ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით".
სამუშია თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორია. ის ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან.
- ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ თუ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის ყველა პრობლემურ საკითხს პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთად გაივლის.
წესდების თანახმად, მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.
არქივიდან: თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა.
- შარვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე 2016-2020 წლებში პირველი ვადით, 2020 წლიდან კი მეორე ვადით იყო არჩეული.
-
მისი გადადგომის შემდეგ, სხვადასხვა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის რექტორის თანამდებობას სამუშია დაიკავებდა. მას facebook-ზე მილოცვებსაც უწერენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
-
თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობაში ამბობდნენ, რომ "უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი". წერდნენ იმასაც, რომ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მისცემდნენ.
-
გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ სამუშიამ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ წუხდა, რადგან ბევრმა ადამიანმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო.
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
კომენტარები