მალდივის კუნძულებთან ღრმა ოკეანეში მეცნიერებმა ახალი ეკოსისტემა აღმოაჩინეს
მალდივების მისიაზე მყოფმა მეცნიერთა ჯგუფმა ოკეანეში 500 მეტრის სიღრმეზე ახალი ეკოსისტემა აღმოაჩინა. აღმოჩენის შესახევ Nekton-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ პრესრელიზით გავიგეთ. Nekton არაკომერციული კვლევითი ფონდი და საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც რეგისტრირებულია დიდ ბრიტანეთში. ის ოკეანის სამეცნიერო კვლევებისა და კონსერვაციის დასაჩქარებლად დაარსდა.
ზოგადად, როგორც გეოგრაფია, ასევე ოკეანეში არსებული საზღვაო ორგანიზმები განსაზღვრავენ საზღვაო ეკოსისტემებს. პროფესორმა ალექს როჯერსმა, რომელმაც ექსპედიციისას წყალქვეშ 30 საათზე მეტი დრო გაატარა, თქვა: "აღმოჩენას ახალი ეკოსისტემის ყველა მახასიათებელი აქვს".
"ეს ზონა ქმნის სიცოცხლის ოაზისს მალდივებში და დიდი ალბათობით, ის იარსებებს ოკეანის სხვა კუნძულებსა და კონტინენტების ფერდობებზე", — დასძინა პროფესორმა როჯერსმა.
ეკოსისტემა, რომელიც ახლა ცნობილია როგორც "ხაფანგის ზონა", მოიცავს სიცოცხლეს ოკეანის სიღრმეში. ხაფანგის ზონის კონცეფცია შემუშავდა მას შემდეგ, რაც ნექტონის მისიის მეცნიერებმა შეაგროვეს რამდენიმე ბიოლოგიური ნიმუში, ვიდეო კადრები და ვრცელი რუკა.
რგოლის ფორმის მარჯნის რიფი, კუნძული ან კუნძულების ერთობლიობა ცნობილია როგორც ატოლი.
"სურათის მონაცემები, ჩვენი წყალქვეშა კვლევებიდან შეგროვებულ ბიოლოგიურ ნიმუშებთან ერთად, მიუთითებს მეგაფაუნის მტაცებლებზე, როგორებიცაა ზვიგენები და სხვა დიდი თევზები. ისინი იკვებებიან მიკრო გუნდებით — პატარა მცურავი არსებებით, რომლებიც ღრმად წყალქვეშა ლანდშაფტში გვხვდებიან“, — თქვა პროფესორმა ლუსი ვუდალმა, ნექტონის მთავარმა მეცნიერმა.
ნექტონის მისია მალდივებში
ნექტონის მიზანი ღრმა ოკეანის გამოკვლევაა. ეს კონკრეტული მისია მალდივის პირველი სისტემატური აღმოჩენა და დოკუმენტაციაა ოკეანის სიცოცხლის შესახებ.
"ეს უზარმაზარი წარმატებაა. ჩვენ შევძელით და შევიკრიბეთ დიდი მონაცემები. ამასთან, წარმატებული სამუშაო შევასრულეთ ღრმა ოკეანეების გარემოს დოკუმენტირების მხრივ", — თქვა მუჰამედ შიმალმა მალდივის საზღვაო კვლევითი ინსტიტუტიდან (MMRI).
ნექტონის 34-დღიანი ექსპედიციისას მალდივიელმა მეცნიერებმა და მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ჩაატარეს ყოვლისმომცველი კვლევა და შეაგროვეს ნიმუშები ბუნებრივი სტრუქტურებიდან.
აღმოჩენას შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს, მათ შორის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით.
რას ნიშნავს ეს მალდივებისთვის?
"მალდივის მიმდებარე სიღრმეში "მახეების ზონის" და სიცოცხლის ოაზისის აღმოჩენა გვაძლევს კრიტიკულ ახალ ცოდნას, რომელიც მოგვიწოდებს მოვუფრთხილდეთ ოკეანის მდგრად ეკოსისტემას. ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმისთვისაც", — თქვა მალდივიის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღმოჩენა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებთან წყალქვეშა მთებთან, ის ჯერ არ არის დაკავშირებული ოკეანის კუნძულების უნიკალურ გეომორფოლოგიასა და ბიოლოგიურ მახასიათებლებთან, როგორიცაა მალდივები.
"მალდივები, მარჯნის ატოლის არქიპელაგიური ქვეყანაა, რომელსაც ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე. ეს გამოწვეულია ადამიანის ზემოქმედებითა და კლიმატის ცვლილებით. ჩვენი, როგორც ერისთვის, მნიშვნელოვანია ვეძიოთ მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დაგვეხმარება შევამსუბუქოთ კატასტროფული შედეგები, რასაც კლიმატის ცვლილებები იწვევს. ეს მისია ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მეცნიერება სიცოცხლის გადარჩენისთვის", — განმარტა დოქტორმა ჰუსეინ რაშიდ ჰასანმა, მეთევზეობის, საზღვაო რესურსების და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კომენტარები