"სათავგადასავლო რალი საქართველო" — ერთი დღე ფინიშამდე
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში ასფალტის საფარიან გზას იშვიათად შეხვდებოდით, ჭიათურაში, ავტომობილის მართვას ძმისგან მოპარული "ჟიგულით" სწავლობდა ბელა ბურძენიძე. პირველი პირადი მანქანა კი "ნივა" იყო. მაშინ ოფროუდის შესახებ არაფერი იცოდა.
"ჭიათურაში ისეთი გზები იყო, რომ ოფროუდს ჰგავდა ჩემი საჭესთან ჯდომა. იმ საშინელ გზებზე მანქანის მართვა ჩემმა მეუღლემ ძალიან კარგად მასწავლა. ძალიან მომწონდა ავტომობილის მართვა, მაგრამ რალისტობაზე არც მიფიქრია, აზრადაც არ მომსვლია", — ამბობს ოფროუდერი ბელა ბურძენიძე.
სამი შვილის დედამ და ორი შვილიშვილის ბებიამ, სამკერვალო სალონის მფლობელმა და უამრავი გატაცების მქონე ბელამ მოულოდნელად ცხოვრების წესი შეიცვალა და სიმშვიდე სპორტის ყველაზე ნაკლებად მშვიდ სახეობაში იპოვა.
"შეუძლებელს რომ შეძლებ, ეს ძალიან მაბედნიერებს, მაძლიერებს შინაგანად. ოთხი წლის წინათ საფრანგეთში მომიწია ცხოვრება და ქალთა რალის დაორგანიზებას შევესწარი. ერთმა ფრანგმა შემომთავაზა, მისი პილოტი ვყოფილიყავი. დავთანხმდი. ერთადერთი ქართველი ვიყავი, რაც ძალიან მეამაყებოდა. ძალიან ძლიერ კონკურენტებთან მომიწია შეჯიბრება. გამარჯვება — ვერა, მაგრამ უსაზღვრო სიამოვნება და გამოცდილება ნამდვილად მივიღე. მოვიწამლე ამ სპორტით და მას მერე ყოველ წელს ვაუმჯობესებ შედეგს. ეს თანაბრად შეუძლია კაცსაც და ქალსაც. აქ არაფერ შუაშია სქესი, აქ გამბედაობა და შენი თავის ნდობაა მთავარი. ეს ომია საკუთარ თავთან. მე ჩემს თავს გამოვუცხადე ომი - მას ოფროუდი ჰქვია. აქ უნდა გავიმარჯვო", — ამბობს ბელა ბურძენიძე.
საერთაშორისო პროექტმა "სათავგადასავლო რალი საქართველო" წელს სტარტი მეოთხედ აიღო. ტრადიციულად ბელა ბურძენიძე 77-ე ეკიპაჟის პილოტია, შტურმანობას ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა უწევს.
მონაწილეთაგან არავინ იცის 1 500-კილომეტრიანი დისტანციის ლოკაციები, რომელთა გასავლელად ექვსი დღე აქვთ.
"გრძედსა და განედს გვეუბნებიან და ჩვენ უნდა მოვძებნოთ. ეს არის რთული რელიეფი. არანაირი გრუნტიანი გზა, 6 დღე უგზოობაზე, ტყეში, ღრეში, ხრიოკ გზებზე დავდივართ. რალში მთავარი შტურმანია — ჩემი თვალი, ყური, ჩემი ყველაფერი. თვალები რომ დავხუჭო, შტურმანმა უნდა წამიყვანოს. რალი არა მანქანაზე, არამედ ჭკუასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული. ამითაც ჩანს, რომ სქესი არაფერ შუაშია".
სწორედ სტერეოტიპების მსხვრევაა მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრების მიზანი. ქალთა გაძლიერებას აქტიურად უჭერენ მხარს "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში", რომელიც შეჯიბრების სპონსორია. ამასთანავე, კომპანია უკვე რამდენიმე წელია ბელა ბურძენიძისა და მისი ეკიპაჟის განსაკუთრებული გულშემატკივარია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.
"საერთაშორისო პროექტში ყოველწლიურად საქართველოდან სულ უფრო მეტი ქალი ერთვება. ეს ნიშნავს, რომ სტერეოტიპი თითქოს ნელ-ნელა ინგრევა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მანქანა ქალის საქმე არ არის. ჩვენ გვინდა ქალები წავახალისოთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მივცეთ. არ არსებობს ქალისთვის "შეუფერებელი" საქმე, პროფესია თუ ჰობი. ამას ჩვენ არაერთი კამპანიით თუ პროექტით ვუსვამთ ხაზს. ფაქტობრივად, ამ ყველაფრის გაგრძელებაა სათავგადასავლო რალი. ბელამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქალის შესაძლებლობები შეუზღუდავია და გვინდა, რომ ეს სხვებისთვისაც მაგალითი იყოს“, — აცხადებს მარიამ მელიაშვილი, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი.
სათავგადასავლო რალს საქველმოქმედო მისიაც აქვს. ყოველწლიურად, სპეციალურად შერჩეულ რეგიონებში ეკიპაჟებს მარტოხელა დედებისთვის, სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, მოხუცებისთვის თუ ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ. წელს საჩხერის რაიონის სოფელ დარყას სკოლის მოსწავლეებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, "ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან" ბრენდის ორიგინალი აქსესუარები და ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები გადაეცათ. კომპანია ახალგაზრდებს ტოიოტას ხატვის გლობალურ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
"სათავგადასავლო რალი საქართველო 2022" თბილისიდან 9 ოქტომბერს დაიწყო. 77-ე ეკიპაჟი წარმატებით ასპარეზობს და გამარჯვებისთვის იბრძვის.
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემი ჩაიძირა — დაღუპულია 8 მგზავრი, 18-ს ეძებენ
გადახედვა
-
www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა www.ekalata.gov.ge-ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები დაემატა
გადახედვა
-
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალი კლინიკა "ვივამედშია" მოთავსებული
გადახედვა
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი კუნძული ერთი მინიშნებით
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
კომენტარები