თეა წულუკიანი

22 Sep. 2022, 20:46

ნიკოსეული სასახლე რომ არის განძი, შესანიშნავად რომ გამოიყურება, ყველაფერი კარგად რომ არის და თუკი ეს ვინმეს დამსახურებაა, არის ბიძინა ივანიშვილის. ამ სახელის და გვარის გაგონებაზე არ შეიშმუშნოთ. მისმა ოჯახმა და მან გაიღეს თანხები, რათა ნიკო დადიანის სასახლე გადარჩენილიყო. სამეგრელოს ვითომ მოყვარულმა წინა ხელისუფლებამ რა გააკეთა არ ვიცი. ეს იავარქმნილი სასახლე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა. უფრო მეტიც, უკვე გადარჩენილი სასახლე გუშინ დატვიტა და მოიწონა ვიოლა ფონ კრამონმა. როცა ჩვენ გვაკრიტიკებს, მოგწონთ კრამონი და ნიკოსეულ სასახლეს რომ აქებს, იმედი მაქვს ესეც მოგეწონებათ. შესაბამისად, ღიად ვამბობ, ტყუილია, რომ სარდაფში არის სოკოები, იტბორება სარდაფი და ა.შ. 

ზუგდიდი არის ზუგდიდი, ისევე, როგორც გურია არის გურია და ვინც ვართ საქართველოს დასავლეთიდან, ძალიან კარგად ვიცით, რომ იქ არის ცოტა სხვანაირი კლიმატი, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. 

ეს არ არის ჩემი სტილი, რომ დონორს ვუთხრა — იცი რა? კიდევ დააფინანსე რაღაცები. ეს არ არის ჩემი სტილი, მე მეუხერხულება, ღიად ვამბობ, რომ როდესაც ფონდმა ქართუმ ამხელა დიდი ქართული საქმე გააკეთა, ახლა მივადგე და ვუთხრა, იცი რა, მოდი რა, ახლა შენ კიდევ გააკეთე რაღაცები. არ ყოფილა, რაც მე მინისტრი ვარ, რომ ეს ფონდი შემეწუხებინოს, რადგან მათ ისედაც ბევრი მიმდინარე პროექტი აქვთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  2. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" — ComCom "ტვ პირველს" მსგავსი ფრაზების გამოყენებისთვის კვლავ ედავება

კომუნიკაციების კომისია "ტვ პირველს" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევას კვლავ ედავება — ინფორმაციას…