ვოლოდიმირ ზელენსკი

22 Sep. 2022, 12:58

ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარჩინოთ ყველა, ვინც რუსეთის ტყვეობაშია.

ეს ოპერაცია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და გაცვლას რამდენიმე კომპონენტი ჰქონდა. პირველი კომპონენტი: ჩვენ გავცვალეთ რუსეთის ერთი ფანატიკოსი 200 მებრძოლში. თავიდან შემოგვთავაზეს ჩვენი 50 ადამიანის დაბრუნება იმ ერთის სანაცვლოდ, ვინც SBU-ს იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენ ვსაუბრობდით, დაჟინებით ვითხოვდით. რიცხვი 50-ის ორასამდე გაიზარდა. ისინი უკვე უკრაინაში არიან. ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია.

თუმცა 200-ზე მეტიც კი... იმიტომ რომ გათავისუფლებულ უკრაინელ ქალებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან და განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ახლა უკვე შესაძლებელი გახდა მათი დაბრუნება უკრაინაში.

სამწუხარო არ არის მედვედჩუკის გაცვლა ნამდვილ მეომრებში. მან გაიარა კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. უკრაინამ მისგან მიიღო ყველაფერი, რაც სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში სიმართლის დასადგენად იყო საჭირო.

მეორე კომპონენტი: 200 ჯარისკაცის გარდა დავაბრუნეთ კიდევ ხუთი საბრძოლო მეთაური, რომლებისთვისაც მოგვიწია ბრძოლა ყველაზე მეტად, ყველაზე ხანგრძლივად, ურთულესად. მათ ყველაზე უარესი ემუქრებოდნენ. ხუთი სუპერგმირი.

მათ სანაცვლოდ ჩვენ მივეცით 55 ადამიანი, რომლებიც არც მოწყალებას იმსახურებენ, არც თანაგრძნობას და არც სიტყვებს, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა და ვინც უღალატა უკრაინას. ვინც ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება.

უკრაინა დათანხმდა თურქეთს, ამის შესახებ პრეზიდენტ ერდოღანს ვესაუბრე, რომ ჩვენი ხუთი მეთაური, რომლებიც ტყვეობიდან გათავისუფლდა, იქნება სრულ უსაფრთხოებაში, კომფორტულ პირობებში და თურქეთის პრეზიდენტის პირადი დაცვის ქვეშ ომის დასრულებამდე. მაგრამ ჩვენ მათ ოჯახებს მივცემთ მათი ნახვის შესაძლებლობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…