ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება
16, 17 და 18 სექტემბერს ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალს Adventure 2022 უმასპინძლებს. ვიცნობთ როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნის საბადოდ, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით მეტია. უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლები, კარსტული მღვიმეები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები — ჭიათურაში ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭიათურის სათავგადასავლო ფესტივალი — Adventure 2022, რომელიც კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს 3 დღის მანძილზე ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში. ფესტივალი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
დარეგისტრირდით: Adventure 2022 — ჭიათურის ტურისტული ფესტივალი.
ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული მანდაეთის ტბა ელოდება ყველას, ვისაც ნაოსნობა უყვარს. მანდაეთის ტბაზევე მოეწყობა 100 ადამიანზე გათვლილი ქემფინგ ზონა.
სპალეოტურიზმითა და ლაშქრობით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ მოინახულონ ძუძუანას მღვიმე, სადაც მსოფლიოში უძველესი ძაფის ნაშთია აღმოჩენილი და კოტიას მღვიმე, სადაც ნაპოვნია კავკასიონის მასშტაბით პირველი, პალეოლითელი ადამიანის სრულყოფილი ჩონჩხი. ლაშქრობა გაგრძელდება 24 საათი და მონაწილეები დაბანაკდებიან მღვიმეში საძილე ტომრებით. კოტიას მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ქორეოგრაფიული წარმოდგენა დოვინ დოვენ დოვლი. ლაშქრობის მონაწილეები კოცონთან, ჩირაღდნებითაც შეიკრიბებიან — ეს იმ შოუს ნაწილია რომელსაც პროქტის ორგანიზატორები ღონისძიების მონაწილეებს უმზადებენ.
ადრენალინი, მოხერხებულობა, გამძლეობა, დაკვირვებულობა, სისწრაფე, მოქნილობა, ფიზიკური ძალა და გართობა ერთად — ეს მეკლდეურობაა, რისთვისაც კაცხის სვეტის და სოფელი სვერის საცოცი მარშრუტი გელოდებათ.
25 კილომენტრიანი ველოტური და ყველაზე ამაღელვებელი ჰაილაინის შოუ, გემრიელი კერძები და ქემფინგის ზონა — ეს ყველაფერი ჭიათურის ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს.
ფესტივალის ფარგლებში ჭიათურის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია და დისკუსიაც შედგება.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers-ი.
ფესტივალის წარმდგენია Imereti Tour-ი, ხოლო ინიციატორი და გენერალური სპონსორი კომპანია ჯორჯიან მანგანეზი. ფესტივალის პარტნიორია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და სვერის სათავგადასავლო ბანაკი. მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO იმერეთი.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
კომენტარები