4 000 წლით დათარიღებული იდუმალი დამწერლობა გაშიფრულია — რასთან გვაქვს საქმე
მკვლევრები ამტკიცებენ, რომ გაშიფრეს Linear Elamite — იდუმალი უძველესი დამწერლობის სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წლიდან ძვ.წ. 1800 წლამდე.
კვლევა წარმატებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დამწერლობის მხოლოდ 40 ცნობილი მაგალითია შემორჩენილი, ნათქვამია ჟურნალ Zeitschrift für Assyriologie und Vorderasiatische Archäologie-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.
"300-ზე მეტი ელამიტური ნიშანი ქმნის სხვადასხვა ბგერას, როგორიცაა ნახევარმთვარის ფორმის ნიშანი, რომელიც ჟღერს როგორც — პა", — წერს მკველავართა ჯგუფი ნაშრომში.
ჯგუფმა თარგმნა ასეთი ტექსტი: "პუზურ-სუშინაკი, ავანის მეფე, ინსუშინაკს (ღვთაებას) უყვარს ის". ამის შესახებ ინფორმაციაც Live Science-ზე ვკითხულობთ.
ტექსტში ნათქვამია, რომ ვინც აჯანყდება პუზურ-სუშინაკიდის წინააღმდეგ, განადგურდება. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ სრული ტექსტების მეტი თარგმანი მომავალში გამოქვეყნდება. მათ გაარკვიეს, თუ რას ნიშნავდა მრავალი სხვა დამატებითი ნიშანიც. თუმცა, ამ ტექსტის დაახლოებით 3.7% ჯერ კიდევ არ იშიფრება.
სხვა ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი
გაშიფრულ დამწერლობას, რომელიც შესაძლოა ახლანდელ სამხრეთ ირანში იყოს წარმოშობილი, ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს. გაურკვეველია, იყო თუ არა კანონიერად მოპოვებული ყველა არტეფაქტი, რომელიც გამოყენებული იყო ნაწერების ინტერპრეტაციისთვის.
კვლევითმა ჯგუფებმა ადრე გაშიფრეს სხვადასხვა ხაზოვანი ელამიტური ნაწერები. ახალი კვლევა, სავარაუდოდ, ეყრდნობა წინა ნაშრომებს, სადაც რვა ხაზოვანი ელამიტური დამწერლობის სისტემა შედარებულია იმავე პერიოდის ლურსმულ ტექსტებს.
შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს ტექსტები შეიცავს იმავე მმართველების სახელებს და ტიტულებს, ისევე როგორც ზოგიერთ იმავე ფრაზას მმართველების აღსაწერად.
"დარწმუნებული არ ვარ, რომ გუნდმა ტექსტი წარმატებით გაშიფრა", — განუცხადა Live Science-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის ასირიოლოგიის პროფესორმა ჯეიკობ დალმა.
დალი, რომელიც მუშაობს ტექსტებზე სახელწოდებით "პროტო-ელამიტი", არ ეთანხმება ახალი მკვლევრების განცხადებას, რომ პროტო-ელამიტი და ხაზოვანი ელამიტი მჭიდრო კავშირშია.
ექსპერტებისთვის უცნობია რვა ხაზოვანი ელამიტური წარწერის წარმოშობა. შვიდი ირანიდან კოლექციონერის ჰოუშანგ მაჰბუბიანის კოლექციაშია, ხოლო სხვა ნორვეგიელი ბიზნესმენისა და კოლექციონერის მარტინ შოიენის კოლექციაში.
კვლევა პირველად ჟურნალ De Gruyter-ზე გამოაქვეყნდა.
კომენტარები