დღეს ჩრდილოეთ ციალზე დაკვირვება ნიუ იორკიდანაც იქნება შესაძლებელი — უნიკალური მოვლენა
ეს რამდენიმე დღის წინ მზეზე ძლიერი ამოფრქვევის შედეგია.
თუ ადამიანებს აქამდე ავრორა ბორეალისის (ჩრდილოეთის ციალის) სანახავად ჩრდილოეთის ქვეყნებში მოგზაურობა უწევდათ, ახლა მზის ორი მსხვილი ამოფრქვევის წყალობით ამ უნიკალურ ბუნებრივ მოვლენაზე დაკვირვება ნიუ იორკიდანაც იქნება შესაძლებელი.
spaceweather.com-ის მიხედვით, 14 და 15 აგვისტოს მზეზე ორი მსხვილი კორონალური ამონთხევა (CME) მოხდა.
მზე დედამიწიდან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ეს მანძილი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ორი ტალღა გზაში ერთმანეთს შეუერთდეს და ერთი დიდი მსხვილი კორონალური ამოფრქვევა (CME) წარმოქმნას. ეს განსაკუთრებით ხდება მაშინ, როდესაც ორი ამოფრქვევა ერთმანეთთან ახლოს ხდება და პირველი მეტად ინტენსიური და სწრაფია, ვიდრე მეორე.
ამ ტალღების წარმოქმნა ძლიერი აფეთქებების შედეგია. ამ ამოფრქვევებს მილიარდობით ატომური ბომბის სიმძლავრე აქვთ. დიდი ტალღები კოსმოსში ხშირად საათში რამდენიმე მილიონი კილომეტრი სიჩქარითაც მოძრაობენ.
ჩრდილოეთის ციალი ნიუ იორკიდან
მკვლევრების ვარაუდით, ეს ტალღები დედამიწას დღეს, 18 აგვისტოს მოაღწევენ და წარმოქმნიან ავრორას, რომლის დანახვაც ნიუ იორკიდან და ინგლისის ჩრდილოეთიდანაც იქნება შესაძლებელი.
2021 წლის ივნისში მკვლევრებმა გვაჩვენეს ავრორას მეცნიერული საფუძვლები. აიოვას უნივერსიტეტის კვლვევამ მყარი მტკიცებულებები წარადგინა, რომ ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღები გეომაგნიტური ტალღების დროს წარმოქმნიან ავრორას.
ეს ტალღები ელექტრონებს დედამიწის მიმართულებით აჩქარებენ, რაც საბოლოო ჯამში ნაწილაკების მიერ სინათლის წარმოქმნას იწვევს.
გრეგ ჰუვესი, აიოვას უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი, ხსნის — "კვლვევამ აჩვენა, რომ ელექტრონების ეს მცირე პოპულაცია ელექტრომაგნიტური ტალღების ელექტრულ ველში გადის "რეზონანსულ, ძლიერ აჩქარებას". ეს მოგვაგონებს სერფინგისტს, რომელიც ტალღას იჭერს და მისი სიჩქარე ტალღის მოძრაობბასთან ერთად განგრძობითად იზრდება".
ამ კვლევამდე მიიჩნეოდა, რომ მზის აღგზნებული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველთან შედიოდნენ ინტერაქციაში და ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულებს აღაგზნებდნენ. როდესაც ეს აღგზნეული მოლეკულები "მშვიდდებოდნენ", გამოყოფდნენ ხილულ სინათლეს და წარამოქმნიდნენ ფერად ვიზუალურ ავრორას.
სხვათ აშორის, ამ გეომაგნიტურ შტორმს, რომელსაც ავრორას წარმოქმნა შეუძლია, ასევე ძალუძს მწყობრიდან გამოიყავანოს სატელიტებს შორის კავშირი, რადიო კომუნიკაცია და გათიშოს ენერგიის კვების წყაროებიც კი. თუმცა გაერთიანებული სამეფოს ამინდის ეროვნული სააგენტო გვარწმუნებს, რომ ეს გეომაგნიტური ტალღა ზომაში მცირე იქნება და მსგავს პრობლემებს არ შექმნის.
კომენტარები