Stranger Things-ის 12 სევდიანი მომენტი, რომელმაც ცხარე ცრემლით გვატირა
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია Stranger Things-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს.
Stranger Things დაუვიწყარი თავგადასავლების, სასაცილო ხუმრობებისა და საყვარელი სიმღერების გარდა ჩვენთვის არც ემოციურ და სევდიან სცენებს იშურებს. სერიალის გამოსვლიდან დღემდე ვინ იცის, რამდენი პერსონაჟის სიკვდილზე გვიტირია და რამდენ ემოციურ სცენას დავუმუნჯებივართ?!
მართალია, სერიალის ემოციური მომენტების ჩამოთვლას მთელი დღე დასჭირდება, თუმცა ამ სტატიაში 12 გამორჩეულ სცენას გაგიზიარებთ, რომელმაც ცხარე ცრემლით გვატირა:
1. ბარბის სიკვდილი და ნენსის სინანული (პირველი სეზონი)
უილის გაუჩინარებასთან ერთად პირველი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ბარბი და მისი სიკვდილია. მარტო დარჩენილი ბარბის სიკვდილი უკვე თავისთავად სევდიანია, თუმცა ამ ყველაფერს მისი საუკეთესო მეგობრის — ნენსის რეაქცია და სინანულიც ემატება. ნენსი ნანობს, რომ საბედისწერო ღამეს საუკეთესო მეგობარს სტივი ამჯობინა. ის დარწმუნებულია, რომ ბარბს რაღაც შეემთხვა, თუმცა მას თითქმის არავინ უჯერებს, რისი ყურებაც ნამდვილად სევდიანია.
2. ჰოპერის შვილის სიკვდილი (პირველი სეზონი)
პირველ სეზონში ვიგებთ, რომ მარტოსულ ჰოპერს ოდესღაც ოჯახი ჰყავდა, თუმცა მცირეწლოვანი შვილის სიმსივნით გარდაცვალების შემდეგ, ჰოპერი ცოლსაც დაშორდა. როდესაც ჰოპერი უილის გადარჩენას ცდილობს, მის მოგონებებს ვხედავთ — თუ როგორ სცადა მან საკუთარი შვილის გადარჩენაც, თუმცა უშედეგოდ.
3. ბობის თავგანწირვა (მეორე სეზონი)
მეორე სეზონის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბობია, ჯოისის შეყვარებული. ბობი თავს თავიდანვე გვაყვარებს — მას ჯოისი და მისი შვილები გულწრფელად უყვარს და ყველაზე ზრუნავს. ბობის ისტორია ტრაგიკულად სრულდება — ჯოისისა და სხვების დასახმარებლად ის ურჩხულებს დაუპირისპირდება და ჯოისის თვალწინ გმირულად კვდება.
4. ალექსეის სიკვდილი (მესამე სეზონი)
ალექსეი რუსი მეცნიერია, რომელსაც მესამე სეზონში ჯოისი და ჰოპერი "ტყვედ" აიყვანენ. მალე ალექსეი ჩვენს გმირებს ეხმარება, მიურისაც გაიცნობს და ფანების ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟიც ხდება. მისი სიკვდილი თავზარდამცემი და მოულოდნელია — 4 ივლისისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ბედნიერ და მხიარულ ალექსეის გრიგორი კლავს.
5. ბილის თავგანწირვა (მესამე სეზონი)
ბილის პერსონაჟი თავდაპირველად თითქმის არავის მოგვწონს — ის უხეში ადამიანი და ცუდი ძმაა, რომელიც მაქსს მუდამ შიშის ზარსს სცემს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ბილის მოგვიანებით მეორე სამყაროს ბოროტმოქმედები აკონტროლებენ. ამის მიუხედავად, მესამე სეზონის ბოლოს ბილი მაქსის, ილევენისა და სხვებისთვის თავს წირავს და სიკვდილის წინ ატირებულ მაქსს ბოდიშს უხდის. ჩვენდა გასაკვირად, ბილი მაშინვე გვიყვარდება!
6. ჰოპერის "სიკვდილი" (მესამე სეზონი)
მეორე სამყაროსკენ მიმავალი პორტალის მანქანის განადგურების მცდელობისას ჰოპერი ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება და მალევე აცნობიერებს, რომ ქალაქისა და სამყაროს გადარჩენას უნდა შეეწიროს. ის ჯოისს თავს უქნევს, შემდეგ კი "კვდება". საბედნიეროდ, მეოთხე სეზონში ჩვენს საყვარელ გმირს კიდევ ერთხელ ვნახულობთ!
7. ჰოპერის წერილი ილევენს (მესამე სეზონი)
მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სევდიან სცენაში ილევენი "გარდაცვლილი" ჰოპერის წერილს კითხულობს. ჰოპერი ელის მამად მეორე სეზონში გვევლინება, თუმცა მათ საკუთარი გრძნობების შესახებ ერთმანეთთან საუბარი უჭირთ. ჰოპერი ილევენს ეუბნება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის. წერილს ჰოპერის ხმით გვიკითხავენ, პარალელურად კი ვხედავთ, როგორ ტოვებენ ჰოუკინსს ილევენი, ჯოისი, უილი და ჯონათანი.
8. მაქსის წერილი და ვეკნასთან დაპირისპირება (მეოთხე სეზონი)
როცა მაქსი იგებს, რომ ვეკნას პოტენციური მსხვერპლია, ის ბილის საფლავზე მიდის და გულისამაჩუყებელ წერილს უკითხავს. თითქოს ეს არ კმაროდეს ჩვენს ასატირებლად, მალევე კეიტ ბუშის სიმღერის ფონზე მაქსის ვეკნასთან დაპირისპირების, მისი ბედნიერი მოგონებებისა და, საბოლოოდ, მეგობრებთან დაბრუნების მოსმწრენი ვხდებით.
9. უილისა და მაიკის დიალოგი (მეოთხე სეზონი)
არგაილის მანქანაში უილისა და მაიკის დიალოგი ერთიორად უფრო სევდიანია, როცა ვიცით, რომ უილს მაიკი უყვარს, თუმცა გრძნობებს ვერ უმხელს. უილი მაიკს ილევენზე ელაპარაკება, თუმცა ცხადია, რომ საუბრისას საკუთარ თავსაც გულისხმობს. სცენა უილის ცრემლებით სრულდება, რომელსაც შეუძლებელია, ჩვენც არ ავყვეთ.
10. ედის სიკვდილი (მეოთხე სეზონი)
ედი მეოთხე სეზონის აღმოჩენა და ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია, რომელმაც თავი ყველას შეგვაყვარა. ედი საფრთხეს მთელი სეზონის განმავლობაში გაურბის, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ შიშს თვალებში ჩახედოს და მეგობრებისთვის დროის მოსაგებად საშიშ ღამურებს უპირისპირდება. სიკვდილის წინ ედი დასტინს ეუბნება, რომ უყვარს.
11. დასტინი ედის ბიძას ეუბნება, რომ ედი გმირია
ედის სიკვდილის სცენას კიდევ უფრო სევდიანს დასტინისა და ედის ბიძის დიალოგი ხდის, როცა დასტინი მას ეუბნება, რომ ედი გმირია და თავი იმ ქალაქისთვის გაწირა, რომელიც მას დაუნდობლად მოექცა.
12. ლუკასი მაქსის გადარჩენას ცდილობს
მაქსის მიერ ვეკნას გატყუების გეგმა ისეთი წარმატებული არაა, როგორსაც ველოდით. პარალიზებული მაქსი ლუკასის ხელებში სიკვდილს ებრძვის — კიდურები ეღრიცება, ვეღარაფერს ხედავს და გრძნობს. მაქსი ლუკასს დახმარებას სთხოვს, ლუკასი მის დამშვიდებას ცდილობს და თან ერიკას ტირილით ეძახის. ეს სცენა სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სევდიანია.
ამავე თემაზე:
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა












კომენტარები