გრიგორიანის სასამართლოში გარდაცვალების დრამატული კადრები პარასკევს ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. ადგილზე მყოფმა ექიმებმა გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დაასახელეს, თუმცა აუტოფსიის წინასწარი შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.

პროდიუსერი მაისის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იყო, მას ბრალი ძალადობის წახალისებასა და "ეროვნული ღირსების საჯაროდ შელახვაში" ედებოდა.

გრიგორიანი საკამათო განცხადებებით იყო ცნობილი, ის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერების წინააღმდეგ საზოგადოებას ხშირად მოუწოდებდა ძალადობისკენ. მაგალითად, ამბობდა, რომ შირაქის პროვინციიდან და არარატის ხეობიდან ხალხი 1920 წლის ომის შემდეგ, "თურქების მიერ გაუპატიურებული" ქალების შთამომავლები იყვნენ.

მიუხედავად მტკიცებისა, რომ გრიგორიანს "შესამჩნევი ჯანმრთელობის პრობლემები" ჰქონდა, სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ადვოკატებს არც მისი სამედიცინო ისტორიის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია და არც სპეციალური მკურნალობა მოუთხოვიათ.

ოპოზიციამ გრიგორიანის წინასწარი პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მთავრობა მის "მკვლელობაში" დაადანაშაულა. მათი თქმით, გრიგორიანი "პოლიტიკური პატიმარი" იყო.

პარასკევს საღამოს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოპოზიციის წინააღმდეგობის მოძრაობამ ერევანში აქცია გამართა — მათ თან ჰქონდათ ბანერები წარწერით, "ნიკოლი მკვლელია".

თუმცა ოპოზიციონერმა და მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახალხო დამცველმა, რუბენ მელიკიანმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი გრიგორიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეუმჩნევიათ.

"იყო მცირე პრობლემები, რომლებიც მოგვარდა. პრობლემაა ისაა, რატომ და ვისი ბრძანების საფუძველზე დაიჭირეს. არმენ გრიგორიანი ციხეში მხოლოდ თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იყო", — თქვა მელიკიანმა.

სომხეთის ომბუდსმენის, კრისტინე გრიგორიანის განცხადებით, მიუღებელი და შემაშფოთებელი, რომ წინასწარ პატიმრობაში შესაბამისი პირობები და ჯანმრთელობის დაცვის უფლება ადამიანისთვის გარანტირებული არ არის.

მისივე თქმით, მოითხოვა, როგორც გრიგორიანის დიაგნოზების შესახებ პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროსგან "განმარტებები", ასევე, მის სამკურნალოდ ხელისუფლების მიერ გადადგმული ზომები.

"დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის საკითხში თანმიმდევრული ვიქნები", — დაწერა გრიგორიანმა Facebook-ზე.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.