მაღალმთიანი აჭარა, ლია ლიქოკელი და შეხვედრა მკითხველთან — "მოგზაური ბიბლიოთეკის" მომდევნო გაჩერება
მაღალმთიანი აჭარა, შუახევი და ხულო, "მოგზაური ბიბლიოთეკის" მომდევნო გაჩერება — პოეტი და მწერალი ლია ლიქოკელი მკითხველებს ხვდება. საუბრობენ წიგნებზე, მწერლობაზე, მწერლებზე, მკითხველებზე, ცვლიან აზრებს და დამოკიდებულებებს.
მოგზაური ბიბლიოთეკა გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის საგანმანათლებლო პროექტია. სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დააქვთ წიგნები და მთელი ქვეყნის დალაშქვრას ასე, წიგნებით აპირებენ. წიგნებთან ერთად, მოგზაურობენ პოეტები, მწერლები, ყველა, ვინც ლიტერატურასთან კავშირშია და ყველა, ვისაც ლიტერატურა უყვარს.
სწორედ ასეთი შეხვედრები გაიმართა შუახევსა და ხულოში.
"როცა ჩემს ბავშვობაში ვბრუნდები, ვხედავ ბამბუკის თაროს, რომელიც სავსეა მრავალგზის გადაფურცლული წიგნებით. ამ წიგნებს პერიოდულად გადმოვალაგებ ხოლმე, გადავშლი და თუ რამეს აღმოვაჩენ, რაც ჯერ არ წამიკითხავს, ბედნიერი ვარ. ისეთ ჩაკეტილ ადგილზე, მაღალმთიან სოფელში, სადაც მე გავიზარდე, წიგნი იყო სარკმელი ვრცელი, მშვენიერი სამყაროსკენ. "მოგზაური ბიბლიოთეკა" სწორედ ასეთ სოფლებში მიდის ახალი წიგნებით - ახალი სარკმლებით დატვირთული და ჩემნაირი ბავშვების გაბედნიერება შეუძლია. იმ ბავშვების, ვისაც სხვანაირად ხელი არ მიუწვდება თანამედროვე ლიტერატურაზე, ვისაც სჭირდება, თავი უფრო დიდი, ვრცელი სამყაროს ნაწილად იგრძნოს. ვფიქრობ, ეს დიდი საქმეა, სიკეთე, რომელსაც შეუძლია, ადამიანების ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს და ხედვის ჰორიზონტი გააფართოოს", — გვიყვება ლია ლიქოკელი.
ამ ორ შეხვედრაზე ორ თემაზე ისაუბრეს — ცნობილი ქალები საქართველოს ისტორიიდან და რისთვის იბრძოდნენ ქართველი მწერლები ერთი საუკუნის წინ და რისთვის იბრძვიან ახლა.
"საქართველოს ისტორიაში ბევრი ცნობილი ქალი არ არის, მოუყოლელი ამბებით და უცნობი ქალებითაა დასახლებული ჩვენი ისტორია. სწორედ მათზე და საბოლოოდ, ზოგადად ლიტერატურის როლზე და მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ კითხვისა და სიახლეების გაცნობის მსურველი არცთუ ცოტაა და ძალიან სჭირდებათ ახალი წიგნები, ახალი ავტორების გაცნობა. ის, რაც თანამედროვე ლიტერატურაში ხდება, რაც ჩვენს დროს აღწერს, გაშლის და ადამიანებამდე მიიტანს. ხოლო როდესაც შენს კარს "მოგზაური ბიბლიოთეკა" მოადგება, ცხოვრებაში ახალი ამბების შემოშვება შეგიძლია და საკუთარი თავის გარეთ გამოშვებაც — მჯერა, რომ ყველაფერ მშვენიერს აუცილებლად ვუბრუნებთ ხოლმე სამყაროს უკან. არაფერია ადამიანზე მნიშვნელოვანი და იმაზე მნიშვნელოვანი, რასაც ერთმანეთისთვის გავაკეთებთ — ახალი წიგნები იქნება, თუ უბრალოდ, ახალ ადამიანებთან საუბარი რომელიმე, ერთი შეხედვით, მოსაწყენ თემაზე. ბოლოს შეიძლება, დიდი მხიარულებაც კი დატრიალდეს — მეორე შეხვედრაზე ძალიან ვიცინეთ და ეს ჩემთვის ბედნიერი დღე იყო".
ასეთია ლია ლიქოკელის თვალით დანახული მოგზაურობა ბიბლიოთეკასთან ერთად. ადგილობრივი და ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბექა ჯოყოლაძე კი ამბობს, რომ მისთვის ეს პროექტი ნამდვილად საინტერესო და ინოვაციურია, რადგან ორიენტირებულია ისეთ ადგილებში მივიდეს, სადაც წიგნების თუ დისკუსიების ნაკლებობა არსებობს. ამიტომ თვლის, რომ ამ "მოგზაურმა ბიბლიოთეკამ" გაამართლა და ბევრი ადამიანის გაერთიანებაც მოახერხა.
"ლია ლიქოკელის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი ასე ახლოს ხილვა და გაცნობა სულ სხვა გრძნობა და სიხარული იყო. მის მსგავს ადამიანებს ჩვენი საზოგადოების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იმ საკითხებზე მსჯელობა, რას გულისხმობს კარგი წიგნი და რით განისაზღვრება ეს. ამ თემაზე, აუდიტორიაში, ბევრი განსხვავებული აზრი აღმოჩნდა, თუმცა, მახარებს ის ფაქტი, რომ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ არ არსებობს კარგი და ცუდი წიგნები", — ამბობს ბექა ჯოლოყაძე.
"მოგზაური ბიბლიოთეკის" შემქმნელებს, სამომავლოდ, ბევრი გეგმა აქვთ. მოივლიან კიდევ ბევრ სოფელს, "ბუქმობილით" მიიტანენ წიგნებს, შეხვდებიან მკითხველებს მოაწყობენ დისკუსიებს.
"ვაგრძელებთ საინტერესო სტუმრებთან შეხვედრებს სოფლებში, რაშიც "თეგეტა ჰოლდინგი" გვიჭერს მხარს. რადგანაც ეს საზოგადოებრივ მხარდაჭერასა და მონაწილეობაზე დაფუძნებული პროექტია, ვცდილობთ "მოგზაური ბიბლიოთეკისთვის" უფრო მდგრადი განვითარების კონცეფციების და გზების მოძიებას. ამიტომ, ჩვენც ახალ გზებს ვეძებთ და პასუხისმგებელ და მომავალზე ორიენტირებულ ბიზნეს ორგანიზაციებს ვთავაზობთ დამეგობრებას, როგორც ეს "თეგეტას" შემთხვევაში მოხდა. ვცდილობთ, ვიპოვოთ გზები, რომლებიც თვითკმარს გახდის ჩვენს პროექტს", — ამბობს პროექტის მენეჯერი ირმა დიმიტრაძე.
"გვიხარია რომ "მოგზაური ბიბლიოთეკის" უკვე მეორე მოგზაურობას ვუერთდებით გამორჩეულ ავტორებთან ერთად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობა თეგეტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვინდა, საინტერესო დისკუსიებში ჩავრთოთ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები და პროექტის ფარგლებში, მათ ბევრ ავტორსა თუ მწერალთან შეხვედრის შესაძლებლობას მივცემთ", — ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
"მოგზაური ბიბლიოთეკა" ახალი ლოკაციებისა და საინტერესო ავტორების შერჩევას აგრძელებს. "თეგეტა ჰოლდინგის" ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ის დახმარებით კი პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები