შალვა პაპუაშვილი

28 Jun. 2022, 15:31

არანაირ ასამბლეას არ მოუწოდებია, არის 20-მდე პოლიტიკოსის ხელმოწერილი წერილი. ასეთი ხელმოწერილი პოლიტიკოსები არამხოლოდ ევროსაბჭოში, ევროპარლამენტშიც არიან. [...] მთავარი არის ერთი რამ, რომ მგონი არავინ აღარ დაობს უკვე იმაზე, რომ ყველა სერვისი რაც სჭირდება შეთავაზებული აქვს. რაღაც პერიოდი ჩვენ ვნახეთ და დადასტურდა, რომ ის უარს ამბობდა თავად გარკვეული სამედიცინო სერვისების მიღებაზე. ახლა, როგორც ჩანს, ყველა ამ სერვისს იღებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გადაყვანას და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობა არის განმსაზღვრელი და ამ კანონმდებლობის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სისტემა. პოლიტიკური საფუძველი ასეთ გადაწყვეტილებებს არ უნდა ჰქონდეთ, ეს არის მარტივი პრინციპი. 

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 20 წევრის განცხადებას, სადაც ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასტაბილურებისთვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოცნებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება: "ანუ პოლიტიკურმა,…