Apple სკანდალში ეხვევა: კომპანია, შესაძლოა, iPhone-ის ძველ მოდელებს შეგნებულად ანელებდა
მილიონობით iPhone-ის მომხმარებელმა, ზარალის მიღების გამო, შეიძლება კომპანიისგან ფულადი ანაზღაურება მიიღოს. ეს მას შემდეგ რაც დაიწყო იურიდიული დავა, რის მიხედვითაც, Apple-ს მობილური ტელეფონების მუშაობის ფარულად შენელებაში ადანაშაულებენ.
ჯასტინ გუტმანი ამტკიცებს, რომ კომპანიამ შეცდომაში შეიყვანა მომხმარებლები. Apple მომხმარებლებს მომსახურების გაუმჯობესებას სთავაზობდა, რა დროსაც რეალურად ამით მობილური ტელეფონების შენელება ხდებოდა. ის 768 მილიონი ფუნტის ანაზღაურებაზე საუბრობს. ეს თანხა 25 მილიონამდე iPhone-ის მომხმარებელ ბრიტანელს უნდა გადაუხადონ.
Apple-ში აცხადებენ, რომ მსგავსი რამ არასდროს განუზრახავთ. თუმცა, საჩივარი, რომელიც შეტანილია კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალში, ამტკიცებს, რომ Apple-მა შეგნებულად შეანელა ძველი iPhone-ების მუშაობა, რათა თავიდან აეცილებინა ძვირადღირებული პროცესები და მობილურების შეკეთება.
საუბარია მართვის ხელსაწყოს დანერგვაზე, რომელიც გამოქვეყნდა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაში iPhone-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის იანვარში. მას მობილურის მუშაობის პრობლემები უნდა მოეგვარებინა.
ჯასტინ გუტმანის თქმით, რომლიც Apple-ს უჩივის, კონკრეტულ პროგრამულ უზრუნველყოფას არ ჰქონდა განმარტება, რომ რეალურად ის მობილური ტელეფონების მუშაობას ანელებდა. ჯასტინი ამტკიცებს, რომ Apple-მა ეს ინსტრუმენტი შეგნებულად შემოიტანა, რათა მობილური ტელეფონების ბატარეებზე ემოქმედა. მისი თქმით, ამან საბოლოოდ მობილური ტელეფონების 58 პროცენტით შენელება გამოიწვია. ეს მოდელებია iPhone 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, SE, 7, 7 Plus, 8, 8 Plus და iPhone X.
ამის საპირისპიროდ, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანი ყოველთვის იყო და არის შექმნან პროდუქტი, რომელიც რაც შეიძლება დიდხანს გაძლებს.
კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ განახლებამ უბიძგა ადამიანებს ახალი მოწყობილობების ყიდვისკენ. მიზეზი კი მარტივია, მათი ძველი ტელეფონები მკვეთრად შენელდა, როდესაც ახორციელებდნენ საკმაოდ სტანდარტულ ფუნქციებსაც კი.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple მსგავს სკანდალში ეხვევა. 2020 წელს Apple დათანხმდა გადაეხადა $113 მილიონი ძველი iPhone-ების შენელების შესახებ ბრალდებების მოსაგვარებლად.
ექსპერტების თქმით, ეს არ არის უცნაური რადგან Apple-ის შემოსავლების 84 პროცენტი ყოველთვის ახალ მოდელებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კომპანია შეიძლება შეგნებულად ანელებდეს ძველ მოდელებს, რათა ახლის ყიდვისკენ გვიბიძგოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები