დეველოპერთა მტკიცებით, ახალი ჩინური ბლოქჩეინი კვანტურ შეტევასაც კი უძლებს
China News Service აცხადებს, რომ ჩინური ბლოქჩეინი ChainMaker იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც მას მედეგს ხდის როგორც სტანდარტული, ასევე კვანტური კომპიუტერებდან შეტევის მიმართ.
ბლოქჩეინი, მარტივად რომ ვთქვათ, არის სისტემა, რომელშიც ტრანზაქციები ინახება.
Chang'An Chain, ბლოქჩეინის დეველოპერები ამტკიცებენ, რომ ახალი ტექნოლოგია ფინანსურ ორგანოთა შორის ონლაინ ტრანზაქციებს სრულიად უსაფრთხოს ხდის.
პეკინის ბლოქჩეინის აკადემიამ შეიმუშავა სისტემა, რომელიც წინა წლის იანვარში დაინერგა. ესაა ჩინეთის პირველი ავტონომიური ბლოქჩეინი და მის შექმნაში ისეთი "მძიმეწონოსნები" იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიცაა ცინჰუას, ბეიჰანის უნივერსიტეტი, IT კომპანიები ტენცენტი და ბაიდუ.
China News Service იუწყება, რომ ბლოქჩეინი იყენებს პოსტ-კვანტური ციფრული იდენტიფიცირების სისტემას და ჩინური ბლოქჩეინი დახუნძლულია ჭკვიანი ალგორითმებით, რომელიც მას კვანტური შეტევისგან იცავს. სხვა ბლოქჩეინების მსგავსად, ინფორმაცია ბლოკებში ინახება, ყოველი ბლოკი კი ტრანზაქციის ზუსტ დროსა და თარიღს იმახსოვრებს.
ტრანზაქციებში გამოიყენება კრიპტოგრაფიული ფუნქციები, მათემატიკური განტოლებები და "proof-of-work" სისტემები, სწორედ ასეა უზრუნველყოფილი ყოველი ცალკეული ბლოკის უსაფრთხოება.
1994 წელს ამერიკელმა მათემატიკოსმა, პიტერ შორმა, აღმოაჩინა რომ შესაძლებელი ყოფილა კვანტური კომპიუტერის გამოყენება დიდი რიცხვების მარტივი მამრავლების დასადგენად, რამაც სათავე დაუდო კონვენციური კრიპტოგრაფიის დასასრულს, ვინაიდან ის ინფორმაციის დასაშიფრად რთულ გამოთვლებს იყენებდა.
ამის საპასუხოდ, შეიქმნა "პოსტ-კვანტური" კრიპტოგრაფია, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ გაუძლოს კვანტურ შეტევებს. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის შექმნა მანამ, სანამ კვანტური კომპიუტერები ჯერ კიდევ არაა ფართოდ გავრცელებული.
კომპანიის დირექტორმა ინგ იონგმა განაცხადა: "მსგავსი სისტემების შემუშავება საკმაოდ ძვირი დაჯდება — გვმართებს ამაზე ფიქრი დღესვე დავიწყოთ. კვანტური კომუნიკაციის უსაფრთხო მეთოდის შემუშავება უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო შეუღწევადი იქნება ეს ქსელი, მით უკეთესი".
ბლოქჩეინები ძირითადად peer-to-peer ქსელებზე გამოიყენება დეცენტრალიზებული ინფორმაციის ვერიფიკაციისათვის, თუმცა ჩინეთში მას კონტრაქტების, ჯანდაცვის და სხვა სახის მონაცემების მენეჯმენტისათვისაც იყენებენ.
მაგალითად, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მსვლელობისას, ChainMaker-ის ტექნოლოგია გამოყენებული იქნა ნახშირბადით ვაჭრობაში, საკვების მენეჯმენტში და ა.შ.
კომენტარები