Mayflower Autonomous გემია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს და მზის ენერგიაზე მუშაობს. ახლახანს კი მან დაასრულა მოგზაურობა ატლანტის ოკეანეში, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დღეს ავტონომიური სანავიგაციო სისტემები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სტარტაპები და გლობალური კონგლომერატები ხარჯავენ დროსა და ძალისხმევას ამ ინოვაციის ყოველდღიურობაში შემოსატანად. საზღვაო ინდუსტრიისთვის ავტომატიზაციას ბევრი ბენეფიტის მოტანა შეუძლია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხისაც. ავტომატიზირებული სისტემები მნიშვნელოვანია საწვავის დაზოგვისა და დაბინძურების შემცირების მხრივაც. მსგავსი ნავიგაციისა და ასოცირებული სისტემების ინდუსტრიის ბაზარი 2028 წლისთვის 235 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.

შემდეგი პოდკასტი: რობოტიკა და ავტომატიზაცია — როგორი იქნება მომავალი

მეიფლაუერის მისია

1620 წელს გემი მეიფლოუერი დიდი ბრიტანეთიდან აშშ-სკენ გაეშურა. ბორტზე 102 მგზავრი იმყოფებოდა. მღელვარე ზღვამ მოგზაურობას ხელი შეუშალა. ამან გემის ჩაძირვაც კი გამოიწვია, მგზავრებმა საბოლოოდ დაასრულეს ტრანსატლანტიკური მოგზაურობა, როდესაც მიაღწიეს მასაჩუსეტსის პლიმუტს, ნაცვლად მათი დაგეგმილი დანიშნულების ადგილისა — ვირჯინიისა.

400 წლის შემდეგ, მისიის იუბილესთან ერთად, ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა ახალი მეინფლაუერი. მათი მიზანი იყო, შეემუშავებინათ გემი, რომელსაც ადამიანის ჩარევა და წიაღისეული საწვავი არ დასჭირდებოდა.

საბოლოოდ მივიღეთ ფუტურისტული, მსუბუქი გემი. გემს აქვს ტვირთის სათავსი და ზღვრული გამოთვლითი სისტემა — ეს ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც საშუალება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტლების მიმღები სისტემა გემის კაპიტნადაც იწოდება.

გემს კვლევითი დანიშნულებაც აქვს. მზის ენერგიაზე მომუშავე გემი სპეციალიზირებული აღჭურვილობითაა დაკომპლექტებული, რომელსაც შეუძლია იმუშაოს მონაცემების შეგროვებაზე ოკეანის სიჯანსაღის დასადგენად და შეისწავლოს ოკეანეში ტალღების მიმოქცევა. მეტიც, წყლის სიღრმეში ის ოკაენის ბინადრებსაც აკვირდება.

მოგზაურობა

ამ წლის 29 აპრილს, ახალი თაობის მეინფლაუერი, როგორც მისი წინაპარი, გაეშვა დიდი ბრიტანეთიდან. ის აღჭურვილი იყო ექვსი კამერითა და 50 სენსორით. უშუალოდ მოგზაურობისას კი გემს ხელოვნური ინტელექტი კაპიტნობდა. კომპიუტერმა, რომელიც IBM-ის მიერ იყო მოწოდებული, შეაგროვა ყველა შეყვანილი მონაცემი, რათა გადაწყვეტილებები მიეღო აშშ-ში, დანიშნულების ადგილას მისვლამდე.

გემი დაახლოებით 20კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა. მოსალოდნელი იყო რომ დანიშნულების ადგილამდე ის 3 კვირაში მიაღწევდა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო, გემი იძულებული გახდა გადამისამართებულიყო ჰალიფაქსში — კანადაში. როდესაც გემმა ჰალიფაქსს მიაღწია, 5 ივნისი იყო. ამით მან დაასრულა ტრანსატლანტიკური მოგზაურობა, დაფარა რა 5600 კილომეტრის მანძილი 40 დღეში. ამის შესახებ გემის შემქმნელებმა LinkedIn-ზე დაწერეს.

"მოგზაურობა რთული იყო და ბევრი რამ გვასწავლა ამ ტიპის გემის დიზაინის, აშენებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ეს საზღვაო მოგზაურობის მომავალია", — განუცხადა BBC-ს მეინფლაუერის ავტონომიური გემის პროექტის დირექტორმა ბრეტ ფანეუფმა.