კვლევა: ტვინის სკანირებას ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამოვლენა შეუძლია
ტვინის სკანირებამ შეიძლება გამოავლინოს ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იდეოლოგიას ბიოლოგიური და ნევროლოგიური წარმომავლობა აქვს.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანების ტვინის სკანირებამ, როდესაც ისინი ასრულებდნენ სხვადასხვა დავალებებს, ან სულაც არაფერს აკეთებდნენ, ზუსტად იწინასწარმეტყველა, იყვნენ ისინი პოლიტიკურად კონსერვატორები თუ ლიბერალები.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკანირებით ნაჩვენები ტვინში არსებული "ხელნაწერები" ისეთივე ზუსტი იყო პოლიტიკური დამოკიდებულებების პროგნოზირებისთვის, როგორც პიროვნების მშობლების იდეოლოგია.
"შეიძლება თუ არა პოლიტიკური ქცევის გაგება მხოლოდ ტვინში ჩახედვით? პასუხი არის საკმაოდ მტკიცე და ეს არის — დიახ! შედეგები მეტყველებს, რომ პოლიტიკური ქცევის ბიოლოგიური და ნევროლოგიური ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ადრე გვეგონა", — თქვა კვლევის თანაავტორმა სკაილერ კრანმერმა, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტიდან.
კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში PNAS Nexus, არის ყველაზე დიდი, რაც მსგავს თემატიკაზე ჩატარებულა. ის ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) მიერ ტვინის სკანირებას მოიცავს.
კვლევამ ასევე შეისწავლა "ფუნქციური კავშირი" იდეოლოგიასთან. მეცნიერებმა გაიგეს ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდებოდა კონკრეტული დავალებების შესრულებისას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორი ერთმანეთთან ურთიერთობდნენ.
კვლევის ფარგლებში ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა 174 ზრდასრულ ადამიანს სთხოვეს შეესრულებინათ დავალებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ექსპერიმენტებში fMRI სკანერის დროს.
მონაწილეებმა თავიანთი იდეოლოგია ექვსბალიანი შკალით შეაფასეს: "ძალიან ლიბერალურიდან" "ძალიან კონსერვატულამდე".
მაშინაც კი, როდესაც მონაწილეებს სთხოვეს, ჩუმად ყოფილიყვნენ და კონკრეტულად არაფერზე ეფიქრათ, სკანირებამ აჩვენა კავშირი პოლიტიკურ იდეოლოგიასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველმა სკანიერებამ იდეოლოგიის განსაზღვრა მოახდინა, მათგან სამმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა. ერთი იყო ემპათიის დავალება, სადაც მონაწილეებს აჩვენებდნენ ადამიანების ფოტოებს ნეიტრალური, ბედნიერი, სევდიანი ან შეშინებული სახეებით. მეორე დავალება განიხილავდა ეპიზოდურ მეხსიერებას და მესამე იყო ჯილდოს სახით, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ ფულის მოგება ან დაკარგვა იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად დააჭერდნენ ღილაკს.
მხოლოდ დაჯილდოების დავალების სკანირებამ იწინასწარმეტყველა პოლიტიკური ექსტრემიზმი — ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ ძალიან კონსერვატორები ან ძალიან ლიბერალური იყვნენ. და მხოლოდ ემპათიის (ემოციური სახეების) ამოცანა იყო მნიშვნელოვნად დაკავშირებული "ზომიერ" იდეოლოგიასთან.
როდესაც ტვინის სკანირების შედეგები გაერთიანდა ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა ასაკი, სქესი, შემოსავალი და განათლება, მოდელმა უფრო ზუსტი პროგნოზები გააკეთა, ვიდრე "მშობლების იდეოლოგიამ".
კომენტარები