ილონ მასკი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, თავად კი ბრალდებას უარყოფს
ფოტო: Getty Images
გამოცემა Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016 წელს ილონ მასკმა ფრენის დროს ბორტგამცილებელი სექსუალურად შეავიწროვა, მოგვიანებით კი მისმა დაფუძნებულმა კომპანია SpaceX-მა მას $250 000 გადაუხადა სიჩუმისთვის, რათა ქალს ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანისთვის არ ეჩივლა.
Business Insider-მა აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდო მსხვერპლი ქალის მეგობრისგან მიიღო, რომელმაც გამოცემას კონკრეტული დოკუმენტებისა და ელექტრონული ფოსტით გაცვლილი მიმოწერის დეტალები გაუმხილა.
გავრცელებული ბრალდების თანახმად, როცა ქალი მასკის პირადი კომპანიისთვის ბორტგამცილებლად აიყვანეს 2016 წელს, მას უბიძგეს, რომ მასაჟისტის ლიცენზია აეღო. SpaceX-ის დამფუძნებლის პირადი თვითმფრინავით ერთ-ერთი ფრენისას კი მას მასკისთვის მასაჟის გაკეთება მოსთხოვეს. როცა ქალი მასკის პირად კაბინაში შევიდა მასაჟის გასაკეთებლად, ბიზნესმენი მას "მთლიანად შიშველი დახვდა, მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილს ფარავდა ზეწარი". როგორც ქალის მეგობარი იხსენებს, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გამო საჯაროდ არ გაუმხელიათ, მასაჟის დროს მასკმა "თავისი სასქესო ორგანო გამოაჩინა და ქალს [ბარძაყზე] შეეხო, ხოლო თუ უფრო მეტის გაკეთებას დასთანხმდებოდა, რაშიც სექსუალური აქტი იგულისხმებოდა, ცხენის ყიდვას დაჰპირდა".
ქალი მაშინ ცხენის ჯირითით იყო გატაცებული, თუმცა მეგობრის ინფორმაციით, აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმებია და უბრალოდ დავალებული საქმიანობა, მასაჟის კეთება დაასრულა. მოგვიანებით ქალმა ადვოკატთან ერთად ამ ინციდენტის გასასაჩივრებლად კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს მიმართა და 2018 წელს აღნიშნული შემთხვევა საჯარო გახმაურების გარეშე SpaceX-თან გარიგებით დასრულდა.
Business Insider-მა ამის შესახებ ილონ მასკის პოზიციის გაგებაც სცადა, რომელმაც ვრცელ კომენტარზე უარი თქვა და ბრალდება მოკლედ უარყო: "მე რომ სექსუალურად ვავიწროებდე სხვებს, ჩემი 30-წლიანი კარიერის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა, რომელიც გახმაურდებოდა". მან ისიც აღნიშნა, რომ სტატია "პოლიტიკურად მოტივირებულია".
მოგვიანებით მასკმა ტვიტერზე არაერთი განცხადება გაავრცელა და რამდენჯერმე უარყო სექსუალური შევიწროების ბრალდება:
"იმ მატყუარასთვის, რომელიც იჩემებს, რომ იმისი მეგობარია, ვინც შიშველი მნახა, ასეთი გამოწვევა მაქვს: აღწეროს [ჩემი სხეულის] თუნდაც ერთი ნიშანი, იქნება ეს იარა თუ ტატუ, რომელიც საჯაროდ ცნობილი არ არის. თუმცა ამას ვერ შეძლებს, რადგან ეს არასდროს მომხდარა", — დაწერა მან.
მან ასევე მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება თავის ბოლოდროინდელ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ბიზნესაქტიურობას დაუკავშირა:
"მაშინვე ყველა გზით დაიწყეს შეტევა, როგორც კი ტვიტერის შეძენის შესახებ გახდა ცნობილი.
ჩემს 30-წლიან კარიერაში, მათ შორის MeToo ერაში, მსგავსი არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ როგორც კი ტვიტერზე სიტყვის თავისუფლების აღდგენა და რესპუბლიკელებისთვის ხმის მიცემა გადავწყვიტე, აი, უცებ..."
Insider-ის რედაქტორმა მასკის პოზიციას ასევე ტვიტერზე უპასუხა:
"ჩვენ გვჯერა ჩვენი ინფორმაციის, რომელიც დამამტკიცებელ საბუთებსა და ინტერვიუებს ეყრდნობა, რომლებიც თავისთავად ცხადყოფს ყველაფერს".
მოგვიანებით ილონ მასკმა სექსუალური შევიწროების ბრალდება ხუმრობისთვისაც გამოიყენა: YouTube-ის თანადამფუძნებელმა, ჩედ ჰარლიმ ის ტვიტში მონიშნა და მოუწოდა, რომ ტვიტერი დროულად იყიდოს, რაზეც მასკმა ასე უპასუხა:
"კარგი, თუ ჩემს პენისს შეეხები, ცხენს შენც მიიღებ".
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
კომენტარები